ენერგეტიკის მინისტრისთვის კომპანია "ყაზტრანსგაზთან" დაკავშირებით საპრეტენზიო წერილის მიღება მოულოდნელი იყო. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ენერგეტიკის სამინისტრო წინააღმდეგი არ არის, რომ კომპანიაში ყაზახური მხარის მენეჯმენტი დაბრუნდეს.
როგორც ვიცე-პრემიერი ამბობს, მხარეებს შორის აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკება მიმდინარეობს.
„მოულოდნელი იყო საპრეტენზიო წერილის მიღება "ყაზტრანსგაზთან" დაკავშირებით, რომ კომპანიაში ყაზახური მმართველობა შევიდეს, რადგან ჩვენ ორმხრივი მოლაპარაკების პროცესში ვიმყოფებით. მათ არაერთხელ განუცხადებიათ, რომ ენერგეტიკის სამინისტრო არ არის წინააღმდეგი ყაზახური მხარის მენეჯმენტში დაბრუნების. გარკვეული პრობლემები იყო ფინანსთა სამინისტროებს შორის და ზუსტად ამ დეტალებზე არის მოლაპარაკებები. მე ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ეს დარეგულირდება და არბიტრაჟურ დავამდე არ მივა საქმე", - განაცხადა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






