უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ არც ერთი ტელევიზიის ეთერში ყოფნას საფრთხე არ უნდა შეექმნას.
თუმცა ბერძენიშვილის თქმით, პრეზიდენტის მხრიდან არასწორია მიმდინარე მოვლენების ფონზე „იმედის“ დახურვის გახსენება.
„რუსთავი 2“, ისევე როგორც სხვა ტელევიზიები უნდა იყოს ეთერში. მის ეთერში ყოფნას არანაირი საფრთხე არ უნდა ემუქრებოდეს. თუმცა ფარისევლურია ის ნათქვამი, რომ "იმედის" დახურვის პერიოდში პრეზიდენტი სააკაშვილი გადადგა. გადადგა კი არა, ამის შემდეგ გახდა ერთმმართველი პრეზიდენტი. ეს სპექტაკლი ეხლა გასახსენებელი არ იყო. შეიძლება დღევანდელმა მთავრობამ ეს შენიშვნა სწორად ვერ გაიგოს“, - ამბობს ბერძენიშვილი.
გიორგი მარგველაშვილმა მედიაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით პოლიტიკოსებს წარსული შეახსენა.
"ედუარდ შევარდნაძის მთავრობის დროს სწორედ რუსთავი 2-ს დაუდგა სირთულე. ამის შემდეგ უმაღლესი თანამდებობის პირობებმა პარლამენტის თავმჯდომარეს, შს მინისტრს, გენერალურ პროკურორს მოუხდათ თანამდებობის დატოვება. იმედის დახურვას გადაჰყვა საქართველოს მაშინ ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ფიგურის საქართველოს პრეზიდენტის ვადა და პრეზიდენტ სააკაშვილი იყო იძულებული იმიტომ, რომ მედიის საკითხები იქნა ხელშეხებული, ის გახდა იძულებული გადამდგარიყო,"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა „არჩევანში“ საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






