აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე პრეზიდენტს პასუხობს. „კურიერთან“ საუბრისას გეგეშიძე ამბობს, რომ პროტოკოლი არ დარღვეულა.
„ვინაიდან არც კონსტიტუციაში და არც კანონმდებლობაში არ წერია, თუ როგორი უნდა იყოს ელჩის მოქმედება ისეთ არაორდინალურ ვითარებაში, როდესაც ადგილსამყოფელი ქვეყნის ორ სხვადასხვა ქალაქში ერთდროულდ იმყოფება ერთის მხრივ, ოფიციალური დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით და მეორეს მხრივ, პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით, ჩემი ნიუ-იორკში ყოფნა პრემიერის ვიზიტის ფარგლებში საქმიანობის გასაგრძელებლად არ ყოფილა კანონმდებლობით განსაზღვრული დიპლომატიური ეტიკეტის უგულებელყოფა და საპროტოკოლო ნორმების დარღვევა. ოფიციალური დელეგაციის ხელმძღვანელმა ეს იცოდა“, - განაცხადა გეგეშიძემ.
შეგახსენებთ, გადაცემა "არჩევანში" საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მისი აშშ-ში ვიზიტის დროს ელჩი, არჩილ გეგეშიძე მას არც კი მისალმებია.
მასალის გამოყენების პირობები






