საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური ძალის შექმნას არ ვაპირებ- გიორგი მარგველაშვილი
პოლიტიკა - 00:25, 06 Oct, 2015     1425
საქართველოს პრეზიდენტის თქმით ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს, თუმცა საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური ძალის შექმნას არ გეგმავს. ამასთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილმა გიორგი გაბუნიასთან , გადაცემა ”არჩევანში” ისაუბრა:

"მე პოლიტიკაში ვიყავი ბოლო 20 წელია. როდესაც თავიდან ზურასთან ერთად ვიყავი, 2003 წლის არჩევნებზე მასთან ერთად ათეულში, შემდეგ ზურამ მცდარი გადაწყვეტილება მიიღო და სააკაშვილთან ერთად გააგრძელა პოლიტიკური კარიერა და მე გამოვეყავი პოლიტიკურ გუნდს და მარტო დავრჩი, რადგან ყველა აღტკინებული იყო იმ პოლიტიკკური გუნდით. მაშინაც ვიყავი აქტიური და არ გავჩერებულვა დაწყებული 2003 წლიდან ბოლო მომენტამდე.

მე ქართულ პოლიტიკაში ვიყავი, ვარ და ვიქნები სანამ მექნება უნარი, რომ ვიაზროვნო. ჩემთვის ძალიან დიდი დარდის და ზრუნვის საგანი იქნება პოლიტიკურ პროცესებში აქტიურობა. მე ვაგრძელებ ჩემი ქვეყნისთვის ზრუნვას რამდენადაც მე მესმის ეს. ძალიან მნიშვნელოვანი პოსტია იყო საქართველოს არჩეული პრეზიდენტი.

ხშირად არის საუბარი, რომ ეს არის უფლებებში შეზღუდული პოსტი, მაგრამ ეს არ ასუსტებს პრეზიდენტის ვალდებულებას ემსახუროს ქვეყანას და იყოს ბალანსის შემომტანი პოლიტიკურ პროცესებში, იყოს კონსტიტუციურობის დაცვის გარანტი. ეს არის ძალიან დიდი პატივი და ის ფაქტი, რომ მე ვერ ვნიშნავ ან ვათავისუფლებ მინისტრს არ ამცირებს ჩემს ვალდებულებას.

არ მგონია, რომ ჩემი საპრეზიდენტო მანდატი, რომელიც მოსახლეობამ დამაკისრა და ეს ყველა საქართველოს მოქალაქის პრეზიდენტობას ნიშნავს და არა რომელიმე ძალისა. არ მგონია, რომ ეს უნდა შევცვალო. საპარლამენტო არჩევნებში მე პოლიტიკური ძალის შექმნას არ ვაპირებ, რადგან მე ხალხმა ეს დამავალა. რაც შეეხება მომავალ არჩევნებს დღეს განცხადებას მივიღებ თუ არა მონაწილეობას არ გავაკეთებ,"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42