ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მძიმე რეზოლუცია მიიღო - გიორგი მარგველაშვილი
პოლიტიკა - 23:06, 05 Oct, 2015     1205

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით რეზოლუცია ევროსაბჭომ მძიმე რეზოლუცია მიიღო.

ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპელი კოლეგების ყველა შენიშვნა უნდა იყოს საფუძველი შესაბამისი ქმედებებისათვის.

„ეს არის მძიმე რეზოლუცია, არ უნდა გავექცეთ რეალობას. თვალი უნდა გავუსწოროთ იმას, რომ საპარლამენტო ასამბლეამ მძიმე რეზოლუცია მიიღო. ეს ხდება იმ პოლიტიკური სახელმწიფოებრივი კოალიციის მიერ, რომელსაც ჰქვია ევროპა. მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩვენი პოლიტიკური გეზი ევროპისკენ არის მიმართული. ამას ემსახურება არაერთი რეფორმა, რომელიც ხორციელდება საქართველოში. ევროპა არის ოჯახთან ერთობა, სადაც საქართველო მიისწრაფვის. ქართველი ხალხის შეკვეთაა, რომ ჩვენი ინტეგრაცია გავაღრმავოთ ევროპასთან. ყველა ჩვენთაგანი საკუთარ ქვეყანას ევროკავშირის ნაწილად ხედავს. შესაბამისად, როდესაც ევროპელების რაიმე კომენტარი გვესმის ჩვენზე, ჩვენ უნდა აღვიქვათ, როგორც კომენტარი მეგობრების. ასეთი კომენტარი უნდა იყოს საფუძველი შესაბამისი ქმედებებისათვის. საინტერესოა, რომ ამ რეზოლუციაში განხილული საკითხებისას, ერთში გვაქვს წარმატება. გასაოცარია, როგორ ვერ მიიტანეს ქართველმა დეპუტატებმა ევროპელ კოლეგებამდე ის უმნიშვნელოვანესი ფაქტი, რომ საქართველოში ცოტა ხნის წინ წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება“, - განაცხადა მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42