საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ გაეროში სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა საპრეზიდენტო დელეგაციას უნდა მისცემოდა.
ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.
„მე მივესალმე პრემიერის გამოსვლას და არა ფაქტს, რომ პრემიერი იქ გამოდიოდა. მე მიმაჩნია, რომ ყველა წესით და ყველა რიგით საპრეზიდენტო დელეგაციას უნდა მისცემოდა შესაძლებლობა, რომ გაეროსთვის მიემართა. მითუმეტეს, არ იყო კონკრეტული მოლაპარაკება, ეს იყო ქვეყნის წარმოჩენის შესაძლებლობა. თუმცა ვიყავი რა აშშ-ში, შევეცადე გამეძლიერებინა ქართული დელეგაცია. ქართული დელეგაციის გაძლიერება ბუნებრივი ნაბიჯია ნებისმიერი ქართველისგან, როდესაც დეგელაცია ცდილობს საქართველოს საკითხები წინ წაწიოს საერთაშორისო დღის წესრიგში. ამიტომაც მივესალმე არა ფაქტს, რომ პრემიერი იქ გამოვიდა, არამედ მის პათოსს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






