ანდრო ბარნოვის განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას მოქმედებისკენ მოუწოდებს
პოლიტიკა - 18:21, 05 Oct, 2015     3847
სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, ანდრო ბარნოვი, განცხადებას ავრცელებს და სამოქალაქო აქტივისტებს მოქმედებისკენ მოუწოდებს, საორგანიზაციო შეკრებას კი ბიბლიოთეკაში აანონსებს.

,,ნიუპოსტი” უცვლელად გთავაზობთ ანდრო ბარნოვის განცხადებას.

დაკარგული დროის დასაბრუნებლად

მოქმედება და ბრძოლა! და არა შეშფოთება!

ძვირფასო მეგობრებო,

• რუსთავი 2-ის დევნა უნდა შეწყდეს. მთლიანად მედიაში გახდეს დამოუკიდებელი

• პოლიტიკური ოპონენტების დევნა უნდა შეწყდეს. პოლიტპატიმრები უნდა განთავისუფლდნენ.

• საარჩევნო გარემო უნდა იყოს სამართლიანი და თავისუფალი.

• წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ხელისუფლებას ვადამდე გავუშვებთ სახლში.

მთავარი, რაც დამოუკიდებლობის დაბრუნების შემდეგ მოვიპოვეთ, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებაა. ეს არის განსაკუთრებული რეალობა და უპირატესობა, რომელიც დღეს ქმნის მყარ გარანტიას, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება აღარასოდეს შევა ჩიხში.

ახალი ხელისუფლებისგან საზოგადოება მრავალ სიკეთეს ელოდა, თუმცა მივიღეთ მკვეთრი გაუარესება როგორც ადამიანის უფლებების, ასევე - მედიის თავისუფლებისა თუ ეკონომიკური განვითარების მიმართულებით.

რეგრესი ღრმავდება. ჩვენ უბრალოდ დროს კი არ ვკარგავთ, არამედ - დიდ ნაბიჯებით მივიწევთ უფსკრულისკენ, საიდან ამოსვლასაც ერთხელ უკვე შევალიეთ უდიდესი ენერგია და დრო. ამის დაშვება აღარ შეიძლება. უკუსვლა უნდა შეჩერდეს.

საზოგადოების ინტერესია, რომ პროცესები მშვიდად წარიმართოს, ხელისუფლებების ცვლა მოხდეს მშვიდობიანად და მუდმივად არსებობდეს განვითარების პირობები. თუმცა, როცა ხელისუფლება თავად აყენებს საფრთხის ქვეშ ქვეყნის სუვერენიტეტს და დემოკრატიულ განვითარებას, საზოგადოების ლეგიტიმური უფლება და მოვალეობაა, რომ ვადამდელი ცვლილებები განახორციელოს.

დღეს საფრთხის ქვეშ დგება ისეთი ინსტიტუტები, რომელთაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისათვის. ასეთი მდგომარეობა დამოუკიდებელი საქართველოს უახლეს ისტორიაში უპრეცენდენტოა. სრული გაუქმების საფრთხის წინაშეა დამოუკიდებელი მედია, პოლიტიკური ოპონენტების დევნის კამპანია სულ უფრო მეტ ტემპს იკრებს, ხელისუფლება უკანონო მოლაპარაკებებს აწარმოებს მტერთან, საფრთხის ქვეშაა სახელმწიფოს არსებობის თვით საფუძვლები. ამ ყველაფრის მიუხედავად, განსაკუთრებულ პრობლემას სწორედ პლურალისტული მედიის გაუქმების მცდელობა წარმოადგენს, რადგან ამით საზოგადოებას უკიდურესად შეეზღუდება შანსი, რომ სათანადო დასკვნები გააკეთოს - მით უმეტეს, არჩევნებისწინა პერიოდში.

ამიტომ, ჩვენ უნდა წამოვაყენოთ რამდენიმე ულტიმატუმი. ერთი - სასწრაფოდ შესასრულებელი, რაც არის რუსთავი 2-ის პარტნიორების ანგარიშებზე ყადაღების გაუქმება, მაგრამ ეს მხოლოდ სასწრაფო ზომაა, რომელსაც სხვა უმნიშვნელოვანესი მოთხოვნები უნდა დავურთოთ. ეს პირობები უნდა ეხებოდეს:

1. მედიის დამოუკიდებლობას,

2. პოლიტპატიმრების განთავისუფლებას და

3. სამართლიანი არჩევნების ჩატარების გარანტიებს

თუ ხელისუფლება შეასრულებს ამ პირობებს, მაშინ ჩვენ მშვიდად მივალთ არჩევნებამდე. თუ ხელისუფლება ამ პირობებს არ შეასრულებს, მაშინ ჩვენ მათ სახლში გავუშვებთ.

ლოდინის დრო აღარ არის. საქართველოს ყავს ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას ბნელეთში მიათრევს. ჩვენ ვერ დაველოდებით, როდის გახდება ეს პროცესი შეუქცევადი. უნდა ვიმოქმედოთ უკვე დღეს!

ეს მოძრაობა უნდა იყოს გამორჩეულად ცივილიზებული, ვიდრე საქართველოს ოდესმე უნახავს. ჩვენ ვართ ხალხი სათქმელით, ხალხი ხედვით და იდეით. სწორედ ეს ხედვები უნდა გავიტანოთ ფართო მასებში. ხელისუფლებას კი უნდა მკაფიოდ მოვთხოვოთ, რომ დემოკრატიულ პრაქტიკას მთლიანად დამორჩილდეს. ჩვენ ზუსტად ვიცით, რა უნდა ვაკეთოთ და როგორ ვაკეთოთ. ამიტომ, ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს მისთვის განსაზღვრულ ჩარჩოში ჩატევა, საზოგადოების პირობების შესრულება, ან - წასვლა.

ვინც ხედავს, რომ მეტის მოთმენა მეტ პრობლემებს ქმნის, ვისაც აქვს სათქმელი და საკუთარ საქმედ მიაჩნია ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში წვლილის შეტანა, გელით სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში 8 ოქტომბერს, საღამოს 19:00 საათზე.

დავიწყოთ დაკარგული დროის დაბრუნება!“ - ნათქვამია ანდრო ბარნოვის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42