FactCheck.ge - პოლიტიკოსების განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის ყოველკვირეულ მიმოხილვა
პოლიტიკა - 18:09, 05 Oct, 2015     2067
FactCheck.ge პოლიტიკოსების და საჯარო პერსონების განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს. გასულ კვირას ფაქტ-მეტრმა სხვადასხვა გადამოწმებულ ფაქტზე რამდენიმე კვლევა მოამზადა.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტატია ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებს და სპორტის მინისტრის განცხადებას ეხებოდა. ტარიელ ხეჩიკაშვილის თქმით, სახელმწიფო ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებთან მიმართებაში ნეიტრალიტეტს იცავს.

სახელმწიფოს მხრიდან ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში ჩარევა ფიფას და უეფას წესდებას და ასევე ქართულ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. საკითხის კვლევისას ნამდვილად გამოვლინდა რიგი ქმედებები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ფეხბურთის ფედერაციაზე ზემოქმედების და საარჩევნო პროცესში ჩარევის მცდელობის მაგალითებად შეგვიძლია მივჩნიოთ.

ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ მიმდინარე წლის ივლისში განაცხადა, რომ სახელმწიფო ფედერაციის საქმიანობაში უნდა ჩარეულიყო. მოგვიანებით, 22 სექტემბერს კალაძემ განმარტა, რომ მისი ნათქვამი არასწორად იყო ინტერპრეტირებული და ის ჩარევაში “ფინანსურ ჩარევას” გულისხმობდა. მიუხედავად ამისა, კვლავ გაუგებარია, თუ რას გულისხმობდა კახა კალაძე “ფინანსურ ჩარევაში” და რამდენად ხდის ეს უფრო ლეგიტიმურს სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირის გაცხადებულ სურვილს, ავტონომიური ინსტიტუტის საქმიანობაში ჩაერიოს.

სახელმწიფოს მიერ ფედერაციის საქმიანობაში ჩარევაზე სხვა ფაქტებიც მიუთითებენ, მაგალითად, საარჩევნო პროცესში გუბერნატორების და სუს-ის თანამშრომლების აქტიურობა, აგრეთვე მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებებიც.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრმა დაასკვნა, რომ ტარილე ხეჩიკაშვილის განცხადება მცდარია.

გასული კვირის კიდევ ერთ მთავარ თემას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია წარმოადგენდა, რომლის შესახებაც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ეს რეზოლუცია “ევროპის სახალხო პარტიის” კუთვნილებაა და ეს არის ერთი გუნდის, “ევროპის სახალხო პარტიის” გამარჯვება, რომლის წევრიც “ნაციონალური მოძრაობაა”, მეორე – “ნაციონალური მოძრაობის“ მოწინააღმდეგე გუნდზე.

პირველ ოქტომბერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ევროპის ადამიანის უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნებში წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენების შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციაში საქართველო მკაცრად არის გაკრიტიკებული. სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები, მათ შორის გიორგი ვოლსკი, შეეცადნენ ეს რეზოლუცია მხოლოდ ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის, “ევროპის სახალხო პარტიის” მხარდაჭერილ დოკუმენტად წარმოეჩინათ. თუმცა, რეზოლუცია ასამბლეამ 89 ხმით 10-ის წინააღმდეგ მიიღო. ხმების უმრავლესობა 35 ხმა რეზოლუციამ სოციალისტური პარტიისგან, 34 ხმა კი სახალხო პარტიისგან მიიღო. აღსანიშნავია, რომ პარტია “ქართული ოცნება” ევროპის სოციალისტური პარტიის წევრია. რესპუბლიკური პარტია კი, ALDE-შია გაწევრიანებული.

შესაბამისად, ფაქტ-მერტმა დაასკვნა, რომ გია ვოლსკის განცხადება ტყუილია.

გასულ კვირას ფაქტ-მეტრმა საქართველოს მთავრობის მიერ ასაკობრივი პენსიის ზრდასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციაც გადაამოწმა, რომლის მიხედვითაც “ასაკობრივი პენსია 60%-ით, პენსიებზე ყოველთვიური დანახარჯი კი 28.3%-ით გაიზარდა”.

2012 წელს ასაკობრივი პენსია 110-125 ლარი იყო. ბოლო სამ წელიწადში ასაკობრივი პენსია მინიმალურ პენსიასთან მიმართებით 45%-ით და მაქსიმალურ პენსიასთან მიმართებით 28%-ით (და არა 60%-ით) გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში პენსიის მნიშვნელოვანი ზრდა მხოლოდ 2013 წელს დაფიქსირდა. გასულ წელს ასაკობრივი პენსია არ გაზრდილა, ხოლო მიმდინარე წლის სექტემბრიდან ასაკობრივი პენსია 10 ლარით გაიზარდა. ასევე, თუ ინფლაციის დონეს გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2013 წლის შემდეგ პენსია რეალურად არ გაზრდილა. 2013 წლის სექტემბრიდან 2015 წლის სექტემბრამდე ინფლაციამ 9% შეადგინა. აქედან გამომდინარე, 2013 წელს პენსიონერს უფრო მეტი მომსახურების და საქონლის მიღება შეეძლო 150 ლარად, ვიდრე 2015 წლის სექტემბერში 160 ლარად.

პენსიებზე ყოველთვიური დანახარჯი მართლაც მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც პენსიის მატებასთან ერთად, პენსიონერთა რაოდენობის ზრდითაც იყო განპირობებული.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ასაკობრივი პენსიის 60%-ით ზრდასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მეტწილად მცდარია.

საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული კიდევ ერთი ინფორმაცია საერთაშორისო ფრენების განვითარებას ეხებოდა. მთავრობის მონაცემებით, “საქართველოს ბაზარზე სხვადასხვა კომპანია შემოვიდა: “Yanair”, “Air Arabia”, “Air Cargo”, “Air Astana”, “Elinair”, “Dart” და “Borajet”. “Pegasus”-მა და “Belavia”-მ კი, ფრენები ქუთაისიდან დაიწყეს”.

მთავრობის ანგარიშში მოცემული გარკვეული უზუსტობის მიუხედავად (“Air Astana”, რომელიც ტექსტის მიხედვით ქართულ ბაზარზე ახლად შემოსულ კომპანიებშია დასახელებული, საქართველოში საქმიანობას 2011 წლიდან ეწევა, თუმცა მან გასულ წელს ახალი მარშრუტი დაამატა), მთლიანობაში, დოკუმენტში მოყვანილი ფაქტები სწორია. ანგარიშში მითითებული კომპანიები მართლაც ახალი შემოსულები არიან ბაზარზე, ან უკვე არსებულ სერვისებს აფართოებენ.

შესაბამისად, მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშში მოყვანილი, უცხოურ ავიაკომპანიებთან დაკავშირებული ინფორმაცია სიმართლეა.

ფაქტ-მეტრის მიერ გადამოწმებული კიდევ ერთი ფაქტი ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებას ეხებოდა. ხადურის თქმით, ლარის გაცვლით კურსზე მოქმედი მაკროეკონომიკური ფაქტორები სრულად არის ამოწურული და მთავრობა ლარის გამყარებას ელოდება.

ლარის გაუფასურების ძირითადი მიზეზი საქართველოში შემომავალი დოლარის ნაკადების შემცირებაა. აპრილიდან შემცირება დაიწყო იმპორტმა, ანუ ქვეყნიდან ნაკლები ვალუტა გადის, რამაც მნიშვნელოვანწილად დააბალანსა უცხოური ვალუტის დანაკლისი. ვაჭრობის გარდა, დოლარის მნიშვნელოვანი წყარო ტურიზმი, ფულადი გზავნილები, ინვესტიციები და სესხებია. ფულადი გზავნილები ისევ მცირდება, დანარჩენ წყაროებზე კი ინფორმაცია 3 თვის დაგვიანებით ქვეყნდება. შესაბამისად, რთულია თქმა, მოიხსნა თუ არა სრულად კურსზე უარყოფითად მოქმედი საგარეო ფაქტორი. დამაიმედებელი მხოლოდ იმპორტის კლების ტენდენციაა.

შეიძლება ითქვას, რომ აქამდე არსებულმა მაკროეკონომიკურმა პრობლემებმა ლარის კურსის 37%-იანი გაუფასურება გამოიწვია. ლარის დღევანდელი კურსი შენარჩუნდება, თუ მაკროეკონომიკური ფაქტორები მეტად აღარ გაურესდება. რადგან საქართველოს სავაჭრო პარტნიორებში ეკონომიკური პრობლემები ისევ გრძელდება, ხოლო ლარის სტაბილურობა მხოლოდ მცურავი კურსის ანტიკრიზისულ ეფექტზე და მონეტარულ პოლიტიკაზეა მინდობილი, რთულია თქმა, თუ რა ელოდება ლარის კურსს მომავალში.

ამ ეტაპზე ფაქტ-მეტრმა ნოდარ ხადურის განცხადება უვერდიქტოდ დატოვა.

FactCheck.ge მიზნად ისახავს საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხებზე პოლიტიკოსთა მიერ გაკეთებულ განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის, თუ უზუსტობების დადგენას. ფაქტ-მეტრის მიერ ფაქტის სიზუსტის შეფასების გრადაციებია: სიმართლე, მეტწილად სიმართლე, ნახევრად სიმართლე, მეტწილად მცდარი, მცდარი, ტყუილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42