მე მქონდა სიხარულის განცდა, როდესაც გაკვეთილს ვაბარებდი ჩემს საყვარელ მასწავლებელს- ღარიბაშვილი
პოლიტიკა - 18:09, 05 Oct, 2015     1342

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა. მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას საჯარო სკოლების პედაგოგები, საკრებულოს წევრები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი განმარტებით, სახელმწიფოს მომავალი, მისი განვითარება, განათლების ხარისხზეა დამოკიდებული.
„ჩვენი ახალგაზრდა თაობის აღზრდაში თქვენი როლი განუზომელია. დღის ერთ ნაწილს მოსწავლე ატარებს სკოლაში, მის მეორე ოჯახში და დანარჩენ ნაწილს შინ. ამიტომ მინდა აღვნიშნო თქვენი როლი ბავშვის აღზრდაში. ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ პედაგოგების მდგომარეობის გაუმჯობესებას, მათი ხელფასების ზრდას, მათი მოტივაციის გაზრდას. მასწავლებელია მთავარი შთაგონების წყარო. საკუთარი მაგალითით ვიტყვი, რომ მყავდა პედაგოგები, რომელთაც ძალიან შემაყვარეს საგნები. მასწავლებელზე ბევრია დამოკიდებული. მე მქონდა სიხარულის განცდა, როდესაც გაკვეთილს ვაბარებდი ჩემს საყვარელ მასწავლებელს, რადგან ვიცოდი, რომ მის გაკვეთილზე მეტს ვისწავლიდი. მაგრამ, იყვნენ პედაგოგები, რომელთა გაკვეთილების მოსმენაც ნაკლებად საინტერესო იყო ჩვენთვის. დღევანდელი დღის მთავრი სლოგანია: მასწავლებლების გაძლიერება, მდგრადი საზოგადოების შენება! თუ გვაქვს სურვილი, გვყავდეს ძლიერი საზოგადოება და განათლებული მომავალი თაობა, ხელისუფლების ვალია დაგეხმაროთ თქვენ და შეგიქმნათ პირობები, რათა იყოთ მოტივირებულები, მაქსიმალურად გადასცეთ ცოდნა მოსწავლეებს,“–აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ–მინისტრის ინფორმაციით, მასწავლებლების საბაზო ხელფასის ეტაპობრივი ზრდა 2013 წლიდან დაიწყო. 2015-2016 სასწავლო წელს საბაზო ხელფასის 65%-იანი ზრდა დაფიქსირდება და მასწავლებლის საშუალო ხელფასი საქართველოში არსებულ საშუალო ხელფასს გაუთანაბრდება.

„კარგად მესმის, რომ ეს არ არის საკმარისი. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ მასწავლებელმა იფიქროს მხოლოდ ერთზე–მისცეს მაქსიმალური ცოდნა ჩვენს მომავალ თაობას და ღირსეული თაობა აღგვიზარდოს. როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში განათლების სამინისტროს ბიუჯეტი იყო სულ რაღაც 617 მილიონი, წელს იგი 840 მილიონია, გაისად კი 975 მილიონი ლარი იქნება. ამ მოკლე პერიოდში ჩვენ შევძელით მასწავლებელთა ხელფასების 65%–იანი ზრდა. მეცნიერებზეც მინდა ვთქვა, რომელთა ხელფასები გავზარდეთ 2,5 ჯერ. განათლების მიმართულებით სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები გავატარეთ. 10 ახალი სკოლა შევმატეთ საქართველოს, 8 სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს და 1069 საჯარო სკოლას ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. ასევე შეგახსენებთ, რომ 21 ფაკულტეტზე სწავლა გახდა უფასო და 12 ათასი სტუდენტი სწავლობს უფასოდ. 1150 სკოლის ტრანსპორტით მომსახურებას ვახორციელებთ და 500 000 მოსწავლის სასკოლო სახელმძღვანელობით უზრუნველყოფას ვახდენთ,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ საჭიროა მასწავლებლის პროფესია უფრო მეტად საამაყო და პრესტიჟული გახდეს. მანვე მოუწოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მომავალ წელს მასწავლებელთა პროფესიული დღე მეტი პომპეზურობით აღინიშნოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42