„მეწარმეობის მხარდაჭერის“ ფარგლებში მცირე და საშუალო ბიზნესის 400 წარმომადგენელი გადამზადდება
პოლიტიკა - 16:59, 05 Oct, 2015     1217

თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ მერიის ხელშეწყობით გადამზადებულ მეწარმეებს სერტიფიკატები გადასცა.

სასწავლო კურსი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით მერიის პროგრამის „მეწარმეობის მხარდაჭერის“ ფარგლებში მიმდინარეობს და სამ სასწავლო მოდულს მოიცავს: საბუღალტრო აღრიცხვის საფუძვლები და ფინანსების მართვა, სამეწარმეო და საგადასახადო კანონმდებლობა და სახელმწიფო შესყიდვები. ამ დროისათვის ტრენინგში მონაწილეობა 70-მდე მეწარმემ მიიღო.

"თბილისის მერიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამეწარმეო განათლების მიმართულებით გარკვეული აქტივობების განხორციელება. ეს არის წარმატებული პროექტი. მონაწილეებს საშუალება აქვთ გაიარონ პროფესიული გადამზადება ისეთ წამყვან მიმართულებებში, როგორიც არის საბუღალტრო აღრიცხვა, სახელმწიფო შესყიდვები და საგადასახდო კანონმდებლობა. ვფიქრობ, აღნიშნული პროგრამის გავლა აამაღლებს მათ სამეწარმეო უნარ-ჩვევებს და გაუადვილებთ საქმიანობას იმ ბიზნესგარემოში, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია",-განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

კურსის მიმდინარეობისას ეტაპობრივად 400 მეწარმის გადამზადება იგეგმება. ტრენინგში მონაწილეობა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მცირე და საშუალო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეუძლიათ. მონაწილეებს საშუალება აქვთ დაესწრონ როგორც ერთ, ასევე, რამდენიმე სასწავლო მოდულს. სასწავლო კურსი უფასოა. მონაწილეები ტრენინგის სალექციო მასალასაც უსასყიდლოდ იღებენ. თითოეული მოდულის დასრულების შემდეგ ტარდება შემაჯამებელი ტესტირება და გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატები.

ტრენინგი „ფინანსთა სამინისტროს აკადემიის“ სასწავლო ცენტრში 2015 წლის ბოლომდე გაგრძელდება. ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაციისთვის უნდა მიმართონ თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურს, ან გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია „ფინანსთა სამინისტროს აკადემიის“ ოფიციალური ვებგვერდის www.mofacademy.ge -ის მეშვეობით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42