"ხელისუფლებამ მედიასთან ბრძოლის სახიფათო გზა აირჩია" - არასაპარლამენტო ოპოზიცია "რუსთავი 2"-ზე
პოლიტიკა - 16:04, 05 Oct, 2015     1803

არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან და ამბობენ, რომ სახეზეა პოლიტიკური დევნის მაგალითი.

მათი თქმით, „ხელისუფლებამ მედიასთან ბრძოლის სახიფათო გზა აირჩია.

„ბუნებრივია, თუ „რუსთავი 2“ იქნება იგივე ამპლუაში, რაშიც დღეს იმყოფება და თუ ის განსხვავებულ აზრს და პოზიციას დააფიქსირებს და გააგებინებს საზოგადოებას, თუ რა ხდება რეალურად ქვეყანაში საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის კუთხით, ბუნებრივია ხელისუფლებისთვის 2016 წელს არასახარბიელო შედეგი იქნება. არ იქნება „რუსთავი 2“ და ამ კოდექსის ფონზე შედეგი იქნება ისეთი, როგორიც მათ სურთ და არა ისეთი, როგორიც ქართველ ხალხს სურს“, - ამბობს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა.

„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერის მამუკა კაციტაძის თქმით, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული საკითხი ხელისუფლებისთვის შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩნდეს.

„ხელისუფლებამ მედიასთან ბრძოლის სახიფათო გზა აირჩია. ვფიქრობ, ეს საკითხი შეიძლება გამოდგეს გარდამტეხი ამ ხელისუფლების ამ მდგომარეობაში ყოფნისა - მხედველობაში მაქვს შეუვალი და შეუსმენადი დამოკიდებულება ზოგადად ყველას მიმართ, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს“, - ამბობს კაციტაძე.

„სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის თქმით კი ხელისუფლება ხელისუფლება ოპოზიციური ძალების და ოპოზიციურად განწყობილი მედიის მიმართ კანონს არამართებულად იყენებს.

„რუსთავი 2“-ის შემთხვევაშიც ასე ხდება. აქ სამართლებრივი საკითხები უკან არის და წინა პლანზე წამოწეულია პოლიტიკური დევნის მაგალითი“, - ამბობს ხარატიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42