"ქვეყანაში მზადდება საპარლამენტო არჩევნების გაყალბება" - ბურჯანაძე ხელისუფლებას აფრთხილებს
პოლიტიკა - 14:38, 05 Oct, 2015     1517

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის თქმით, ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებმა ნათელი გახადა, თუ რას აპირებს ხელისუფლება მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე.

ამის შესახებ ბურჯანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საუბარია არა მხოლოდ იმაზე, რაც უშუალოდ არჩევნების დღეს ხდებოდა, არამედ იმაზე რაც მანამ მოხდა, როდესაც ერთ-ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო მონაწილეობის მიღება არჩევნებში, იმის გამო რომ მის მომხრეებზე განხორციელდა ზეწოლა. ძალიან საგანაგაშოა ის გარემოება, რომ არჩევნებს მთელი დღის განმავლობაში ესწრებოდა ხელისუფლების ერთ-ერთი უმაღლესი პირი, რომელმაც თავისი იქ ყოფნა გაამართლა იმით, რომ იმ დღეს შაბათი იყო. ეტყობა ბატონ კალაძეს ჰგონია, რომ შაბათ-კვირას ის ხელისუფლებას არ წარმოადგენს. მიუხედავად კალაძის სპორტული დამსახურებებისა, ის ამჯერად არის არა ფეხბურთელი, არამედ ვიცეპრემიერი და მისი არჩევნებზე ყოფნა პირდაპირ იხილება სახელისუფლებო რესურსის გამოყენებად და ზეწოლის ფაქტად", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის თქმით, ის რომ ხელისუფლებამ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ შეცვალა საარჩევნო გარემო, პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება ისეთივე მეთოდებით აპირებს საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, როგორც ეს მან 2 დღის წინ განახორციელა ფეხბურთის ფედერაციის არჩევნების დროს.

„ქართული ოცნება“ დაადგა „ნაციონალური მოძრაობის“ – „ნაციონალიზაციის“ გზას. ერთადერთი რაც იმედს მიტოვებს არის ის, რომ ისინი იმდენად უსუსურნი არიან, იმედია ერთი წლის განმავლობაში ვერ შეძლებენ სრულყოფილად გადმოიღონ „ნაციონალური მოძრაობის“ მუშაობის მეთოდები. მინდა გავაფრთხილო „ქართული ოცნება“, ნუ გექნებათ იმის ილუზია, რომ თუ თქვენ საპარლამენტო არჩევნებს ისევე ჩაატარებთ, როგორც ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებს, ხავერდოვნად დასრულდება ეს პროცესი და ვინმე მოგილოცავთ არჩევნებში გამარჯვებას. ქვეყანაში მზადდება საპარლამენტო არჩევნების გაყალბება, ეს ქვეყნისათვის დამღუპველი იქნება. დღეს ყველას შეგვიძლია არ დავხუჭოთ თვალები არც ერთ ნიშანზე, რომელიც ამისკენ მიუთითებს, ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ არჩევნების გაყალბება არავის შერჩება,“ - განაცხადა ბურჯანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42