"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური საარჩევნო სისტემის შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობს.
მისი თქმით, სისტემა, რომელიც დღეს მოქმედებს, უსამართლოა.
როგორც გიგაური ამბობს, საარჩევნო სისტემის რეფორმის გადადება 2020 წლისთვის არასწორი იქნება.
"დღევანდელი საარჩევნო სისტემა უსამართლოა. ამ სისტემით ჩვენი მოქალაქეების ინტერესები არ აისახება. ის არის უსამართლო და არაპროპორციული და ყოველთვის უპირატეს მდგომარეობაში აყენებს მმართველ პარტიას. სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ ჩვენც და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც იმაზე, რომ ქვეყანაში საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს. დღეს ამაზე საუბრობს მმართველი კოალიციაც. თუმცა მას არსებული სისტემის შეცვლა 2020 წელს უნდა, რაც არასწორია", - განაცხადა ეკა გიგაურმა.
პარლამენტში საარჩევნო და საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების გაფართოებული სხდომა იმართება, რომელსაც საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, დიპლომატიური კორპუსი და საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებიან.
მასალის გამოყენების პირობები






