საქართველოში საგზაო უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა
პოლიტიკა - 13:49, 05 Oct, 2015     983
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია-კონფერენცია მიმდინარეობს. ღონისძიება მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა გახსნა. ახლად შემუშავებული დოკუმენტის მნიშვნელობა შეაფასეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, თბილისი მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ნუგზარ გასვიანმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა.

კონფერენციას შემაჯამებელი სიტყვით დახურავს მსოფლიო ბანკის ტრანსპორტის სპეციალისტმა მუსტაფა ბენმაამარი.

საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის დოკუმენტზე მუშაობა, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მე-4 პროექტის (EWHIP4) ფარგლებში, 2015 წლის მარტში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით დაიწყო. დოკუმენტი საგზაო უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფმა (RSWG) შეიმუშავა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო უწყებების (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ქალაქ თბილისის მერია), არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები. მათ დახმარებას უწევდა საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტი ჯინ ბრისი.

გრძელვადიანი სტრატეგია საგზაო უსაფრთხოებას განსაზღვრავს, როგორც მუდმივ ეროვნულ პრიორიტეტს. დოკუმენტის ფარგლებში დასახულია საგზაო უსაფრთხოების ახალი სამომავლო მიმართულებები და ერთობლივი პასუხისმგებლობები უკეთესი შედეგების მისაღწევად. საქართველოს საგზაო უსაფრთხოების გრძელვადიანი ეროვნული სტრატეგია მიზნად ისახავს საქართველოში საგზაო უსაფრთხოების თანამედროვე და ეფექტიანი მოდელის ეტაპობრივად დანერგვას და განხორციელებას. ​





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42