"რატომ უნდა მოიცადოს დემოკრატიამ 2020 წლამდე" - ოპოზიცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დიპკორპუსს შეხვდა
პოლიტიკა - 13:27, 05 Oct, 2015     1578
პარლამენტში საარჩევნო და საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელსაც საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, დიპლომატიური კორპუსი და საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი დიპლომატიურ კორპუსს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით საკუითარ ხედვას გააცნობენ და საარჩევნო კოდექსის ცვლილების აუცილებლობას კიდევ ერთხელ გაუსვამენ ხაზს. ოპოზიციის შეფასებით სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის საჭიროა 2016 ელის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს.

„ეს სისტემა, რომლითაც ხელისუფლება არჩევნების ჩატარებას აპირებს, არის კიდევ უფრო უკან გადადგმული ნაბიჯი. ერთი რეალური გამოსავალი, არის სამხარეო პროპორციული სიების შემოღება, რომელიც უზრუნველყოფს, რეალურ, სამართლებრივ საარჩევნო სისტემას“- განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის აკაკი ბობოხიძის შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან შემოთავაზებული საარჩევნო კოდექსი აბსურდულია , რადგან ამ კოდექსის მიხედვით ხელოვნურად არის გაერთიანებული ისეთი ადმინისტრაციული ერთეულები, რომლებსაც ერთმანეთთან გეოგრაფიული საზღვარიც არ გააჩნიათ.

„სრულ აბსურდამდე მივდივართ, როდესაც ერთმანეთთან ხელოვნურად გაერთიანებულია ისეთი ადმინისტრაციული ერთეულები, რომლებსაც ერთმანეთთან გეოგრაფიული საზღვარიც კი არ აქვს. ერთპალატიან სისტემაში მაჟორიტარულ სისტემას სერიოზული ხარვეზები აქვს, ეს გულისხმობს იმას, რომ წაგებული პარტია, მაჟორიტარების ხარჯზე შეიძლება უცებ გადაიქცეს გამარჯვებულ პარტიად, მან შეიძლება მიიღოს 30% პროპორციულ არჩევნებში, ხოლო მაჟორიტარების ხარჯზე მოიპოვოს უმრავლესობა.“- აღნიშნა აკაკი ბობოხიძემ.

კოდექსის აუცილებელ ცვლილებაზე აკეთებს აქცენტს არასაპარლამენტო ოპოზიციაც. მათი თქმით ცვლილებების 2020 წლისთვის გადადებით ხელისუფლება ძალაუფლების მიტაცებას ცდილობს. ოპოზიცია 2016 წლის არჩევნების ლეგიტიმაციასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

„ხელისუფლება ცდილობს მიიტაცოს 2016 წლის არჩევნების შედეგები. მოახდინოს ხელისუფლების უზურპაცია. მათ იმედი აქვთ, რომ მოიპოვებენ საკონსტიტუციო უმრავლესობას და როგორც ამ წინა არჩევნების წინ გაცემული არცერთი დაპირება არ შესრულებულა, მომავალი არჩევნების შემდეგაც დაპირებების შესრულების იმედი არ უნდა გვქონდეს. ჩემთვის გაუგებარია რატომ უნდა მოიცადოს დემოკრატიამ 2020 წლამდე და რატომ არ უნდა გვქონდეს დემოკრატია 2016-ში“- განაცხადა ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ.

პოლიტიკური გაერთიანების „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით ხელისუფლება საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით დიალოგზე არ მოდის და დღევანდელი

ხელისუფლება ამ თემაზე დიალოგზე არ მოდის, ეს ჩვენთვის ერთ-ერთი ბოლო მცდელობაა რომ პარლამენტის ფორმატში, ღია ფრაქციის სხდომაზე დიპლომატებთან ჩვენი პოზიცია კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ და ვაჩვენოთ, რომ ხელისუფლების მხრიდან დიალოგზე არ წამოსვლა ამძიმებს პოლიტიკურ სიტუაციას და მდგომარეობა პოლიტიკური კრიზისისკენ მიყავს. ამ პოლიტიკური კრიზისის პასუხისმგებლობა კი ხელისუფლებას დაეკისრება“- განაცხადა ხარატიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42