საპარლამენტო ოპოზიციიდან შეხვედრას ესწრებიან ,,თავისუფალი დემოკრატები“ და ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ხოლო არასაპარლამენტო ოპოზიციიდან ,,ახალი მემრაჯვენეები“, ,,ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, ,,თავისუფალი საქართველო“, ,,სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“, ,,დემოკრატიული მოძრაობა“, ,,ევროპელი დემოკრატების“, ,,ლეიბორისტული პარტიისა“ და სხვა არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებით , ისინი დიპლომატებთან საარჩევნო ცვლილებების 2016 წლისთვის განხორციელების აუცილებლობაზე ისაუბრებენ. არასაპარლამენტო ოპოზიციის თქმით ხელისუფლება ამ ცვლილებების მომავლისთვის გადადებით, 2016 წლის არჩევენების ლეგიტიმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და ძალაუფლების უზურპაციისთვის ემზადება.
ამასთანავე საპარლამენტო ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში ინტერპარტიული ჯგუფის შექმნას ითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები






