შეხვედრის მთავარი თემა, რომელსაც ოპოზიციური პარტიები დიპლომატებს და საერთაოშიროს ორგანიზაციებს წარუდგენენ, არის საარჩევნო სისტემის ცივლიებასთან დაკავშირებული საკითხები, რომელზეც ოპოზიციამ და არასამთავრობო სექტორმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად შეთანხმებას მიაღწიეს. ოპოზიციური ლიდერები აცხადებენ, რომ ისინი დიპლომატებს გააცნობენ საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ყველა იმ ცვლილებას, რომლის გათვალისწინებასაც ისინი ხელისუფლებისგან იხოვენ და რაც მნიშვნელოვანია არჩევნების დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში ჩატარებისთვის. კერძოდ საქმე ეხება მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას, რაზეც ხელისუფლბამ უარი განაცხადა. მმართველი ძალა ამბობს, რომ ცვლილებებს მხოლოდ 2016 წლის შემდეგ გაატარებს.
შეხვედრა 12:00 საათზეა ჩანიშნული.
მასალის გამოყენების პირობები






