არ მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას გეგა გობეჯიშვილის გამოშვებამდე - რეზი არველაძე
პოლიტიკა - 11:25, 03 Oct, 2015     3374
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი რეზი არველაძე გეგა გობეჯიშვილის გათავისუფლებას ითხოვს და აცხადებს, რომ მის გამოშვებამდე არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.

ამის შესახებ რეზი არველაძემ სასტუმრო "ჰოლიდეი ინში".

"მოვუწოდებ ყველას, სანამ გეგა გობეჯიშვილი არ გათავისუფლდება, მანამდე არ დაიწყოს საარჩევნო ყრილობა. ეს არის ჩემი თხოვნაც, მოწოდებაც და ამაში ვარ მართალი. ეს იქნება ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ამ დროისთვის", - განაცხადა არველაძემ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დელეგატი და პრეზიდენტობის კანდიდატის, რეზი არველაძის მხარდამჭერი გეგა გობეჯიშვილი პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის დააკავა. როგორც გობეჯიშვილის მეუღლე, თათა ხუნდაძე მაესტროს ეთერში აცხადებდა, გობეჯიშვილის ადგილსამყოფელის შესახებ დროის გარკვეულ მონაკვეთში ოჯახს და მეგობრებს ინფორმაცია არ ჰქონდათ. ხუნდაძისვე განმარტებით, გობეჯიშვილზე ზეწოლა რამდენიმე დღის განმავლობაში მიდიოდა და მას ლევან კობიაშვილის მხარდაჭერას სთხოვდნენ.

გეგა გობეჯიშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი შაბათს, 3 ოქტომბერს ჩაინიშნა, თუმცა ამ მომენტისთვის პროცესის დაწყების დრო უცნობია.

ამ საკითხთან დაკავშირებით რევაზ არველაძემ გვიან ღამით ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა:

“გეგა გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, დიღომში, ქალაქის სამმართველოში (ესე გვეუბნებიან). ველოდებით გონივრულ გადაწყვეტილებას – მის გამოშვებას. თუ ეს არ მოხდა და მალე არ მოხდა, ჩემს მეგობრებთან ერთად ვიდგები ბოლომდე. არ მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას მის გამოშვებამდე და მხოლოდ მისი გამოშვების შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას შემდგომი ნაბიჯების შესახებ. ისევ და ისევ, მოვუწოდებ ყველა დელეგატს გამოხტონ პოზიცია და დაგვიდგნენ გვერდით!!“ –წერდა რეზი არველაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები შაბათს, 3 ოქტომბერს ჩატარდება. ფედერაციაში სულ 34 დელეგატია, კანდიდატი კი იმ შემთხვევაში გაიმარჯვებს თუ 18 დელეგატის ხმას მოიპოვებს. თუ 18 ხმას ვერცერთი კანდიდატი მიიღებს, გაიმარჯვებს ის, ვინც დამსწრეთა უმრავლესობის ხმას მოიპოვებს





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42