წაგებულ თამაშში ამღვრეული წყალი: „შიზოფრენიკი პუტინის გეგმები“ - რატომ ბომბავს რუსეთი სირიას?
პოლიტიკა - 19:03, 02 Oct, 2015     13176
36 სამოქალაქო პირი მათ შორის 5 ქალი და 6 ბავშვი - ეს მსხვერპლთა არაოფიციალური რაოდენობაა, რომელიც რუსეთის მიერ სირიის ტერიტორიაზე განხორციელებულ პირველი ავიაიერიშს მოჰყვა.

საექსპერტო წრეებში რუსეთის მიერ 30 სექტემბერს დაწყებულ საჰაერო ოპერაციას, პუტინისპროგრამა მინიმუმს უწოდებენ, რომლის მიზანი ასადის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის, ანუ ზღვისპირა ტერიტორიების - ლატაკიის და სხვა პროვინციების შენარჩუნებაა.

საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით რუსეთმა, რომელიც ავიაიერიშებს ბაშარ ასადის თხოვნის საფუძველზე ახორციელებს სამიზნედ არა ISIS პოზიციები, არამედ ბაშარ ასადისადმი იპოზიციურად განწყობილი ძალების პოზიციები შეარჩია.

ყველასთვის ცნობილია, რომ რუსეთი სირიაში შემთხვევით არ აღმოჩენილა, რა გეოსტრატეგიული და გეოეკონომიკური ინტერესები გააჩნია პუტინს სირიაში, რა ზეგავლენას ახდენს ის მსფოლიო პოლიტიკაზე, რა როლი აქვს აქ საუდის არაბეთს, როგორი უნდა იყოს საქართველოს მთავრობის პოზიცია.

ამ საკითხებზე „ნიუპოსტთან“ კომენტარი თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გააკეთა.

სირიის მოვლენების ანატომია და მსოფლიო...

„ის, რაც ეხლა ხდება სირიაში, ძალიან დიდი ზეგავლენას მოახდენს მთლიანად მსფოლიოს განვითარებაზე. ეს არ არის პუტინის ერთი გამოხტომა, როცა ხელები ექავებოდა, რომ ვინმე დაებომბა და მოეკლა. ძალინა დიდი გლობალური დაპირისპირება, რომელიც ზეგავლენას მოახდენს მსოფლიოს განვითარებაზე და რატომ? სირიაში აქამდე იყო დაპირისპირება ოპოზიციასა და ასადს შორის. ოპოზიცია იყო გახლეჩილი რამდენიმე ნაწილად და მესამე მოთამაშე იქ იყო ისლამური არმია. ანუ დაპირისპირებაში იყო ჩართული ასადი, ოპოზიცია და ,,ისლამური სახელმწიფო“. ოპოზიციას მხარს უჭერდა და დღესაც სირიის ოპოზიციის მთავარი მხარდამჭრია საუდის არაბეთი. ასადს იარაღით მხარს უჭერდა რუსეთი და ყველა ერთად ეომებოდა ისლამისტურ ტერიტორისტების დიდ დაჯგუფებას. ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მიერ, როცა არ დათანხმდა საუდის არაბეთის თხოვნას საომარი მოქმედებების დაწყების კუთხით. საფრანგეთი და საუდის არაბეთი ამას ითხოვდა ობამას ადმინისტრაციისგან და უარი შტატბის მხრიდან იყო დიდი შეცდომა. ამან კი საბოლოო ჯამში ბიძგი მისცა ამ ისლამისტურის ახელმწიფოს ჩამოყალიბებას. თუმცა ეს პროცესი მაინც იყო კონტროლირებადი. დღეს ამ პროცესში შემოვარდა სრულიად გიჟი და არაადეკვატური მოთამაშე, რომელსაც ჰქვია პუტინი და რომელმაც თავისი თვითმფრინავებით დაიწყო დაბომბვა, თუმცა ყურადღებამისაქცევია ის, რომ პუტინი არ ბომბავს ისალმისტურ სახელმწიფოს, არამედ ბომბავს ოპოზიციას, რომელსაც მხარს უჭერენ საუდიტები“.

რატომ საუდიტები ?!

„დღეს საუდიტები არიან მნიშნელოვანი მოთამაშე იმ გაგებით, რომ სწორედ ისინი აკონტროლებენ ნავთობის ფასს. სწორედ საუდის არაბეთმა დაწია ნავთობის ფასი, რამაც პრობლემები შეუქმნა რუსეთს და ახლა საუდიტების მხარდაჭერილ ოპოზიციას ბომბავს პუტინი. რუსეთის და წერტილოვანი დარტყმები ეს არის სრულიად შეუსაბამო ორი ტერმინი. რუსეთი ეს არის დათვი, რომელიც ცეკვავს ჭურჭლის მაღაზიაში და ამავდროულად ყველაფერს ანადგურებს. ეს არის რუსეთის სამხედრო დოქტრინა. ის, რომ დღეს სირიაში ძალთა ბალანსი თავდაყირა დადგა, არი ფაქტი. საუდის არაბეთი რას მოიმოქმედებს, ამას დრო გვაჩვენებს. მისი მთავარი მოკავშირე ბუნებრივია არის ამერიკის შეერთებული შტატები. ამ რეგიონში რუსეთის გამოჩენამ, სრულიად არია ვითარება. კონფლიქტის მოგვარების და რაღაც ლოგიკურ წერიტლამდე მიყვანის შესაძლობლობა არსებობდა, ახლა ეს დადგა თავდაყირა და ჩვენ ვდაგავრთ საშიშროების წინაშე, ჩვენ არ ვიცით რა უნდა გააკეთოს საუდის არაბეთმა. რუსეთის მიერ დაბომბვა ნიშნავს იმას, რომ საუდის არაბეთს, მსფოლიო ბაზარზე ეკონომიკურად და პოლიტიკურად ამ მნიშვნელოვან მოთამაშეს სახეში სილა გააწნეს. რუსეთის იქ თავის ინტერესებს ბუნებრივია ვერ დაიცავს. ასადი განწირულია, თუმცა რუსეთმა მოიმოქმედა ძალიან ცუდი რამ, კერძოდ - წაგებულ თამაშში კიდევ უფრო აამღვრია წყალი, რაც მისი სტილია და რაც ძალიან კარგად გამოსდიოდა. რუსეთის მთელი საგარეო პოლიტიკა ამაზე იყო აწყობილი“.

სირიის მოვლენები და საქართველო...

„ამ სიტუაციაში განსაკუთრებით მნიშნელოვანია საქართველოს მთავრობის მოქმედებები. განსაკუთრებით მნიშნელოვანია, თუ რა როლს დაიკავებს საქართველო. უნდა გვესმოდეს, რომ ამის მერე რუსეთს რჩება ერთადერთი ჯოკერი, სიტუაციის არევა ირანში. თუ სირია ჩვენგან ცოტა შორს არის, ირანი აქვეა. ნურავინ შეეცება ამ შიზპოფრენიკი პუტინის გეგმები გამოიცნოს. ამდენად, ჩვენი მთავრობის მთავარი ამოცანაა, ყურადღებით აკვირდებოდეს პროცესებს, რომელიც მიმდინაეობს ირანთან დაკავშებით და სწორად შეაფასოს ის საფრთხეები, რომელიც დგას ჩვენს წინაშე",- განუცხადა "ნიუპოსტს" დიმიტრი შაშკინმა.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42