აღნიშნული პროექტი აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს დაფინანსებით 2013 წლიდან ხორციელდება, ერთობლივი პროექტის ფარგლებში ,,თბილისის სახელმწიფო აეროპორტის“ სასაზღვრო გამშვებ პუნქტში ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მიერ შექმნილია ოპერატიული ჯგუფი, (Task Force) რომელიც ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენის საკითხებზე სამომსახურეო ძაღლებთან ერთად მუშაობს.
პროექტის ფარგლებში მომზადდა 10 კინოლოგი: ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ორი და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის რვა თანამშრომელი. კინოლოგებმა და სამომსახურეო ძაღლებმა 8 კვირიანი პროგრამა 2013 წელს ამერიკაში; 5 კვირიანი პროგრამა 2015 წელს თურქეთსა და საქართველოში სხვადასხვა გამტარ პუნქტზე გაიარეს. ასევე აშშ-ში გაიგზავნა ორი კინოლოგი ტრენერთა მომზადების კურსებზე.
პროექტის ფარგლებში გაიმართა საჩვენებელი ოპერაცია. ნარკოტიკების აღმოჩენა გაწვრთნილი ძაღლების მეშვეობით ორი სცენარით განხორციელდა. რაშიც მონაწილეობა აშშ-ს ელჩმა და (INL) -ის წარმომადგენელმა მაიკლ ტერნერმაც მიიღეს.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, საქართველოში აშშ-ს ელჩი იან კელი და INL – ის წარმომადგენელი მაიკლ ტერნერი.
აშშ-ს მთავრობამ პროექტი K9 ქართულ მხარეს სრულად გადასცა და ის ფინანსთა სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროების თანამშრომლობით გაგრძელდება.
აღნიშნული პროექტი ფინანსთა სამინისტროსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადენს. მნიშვნელოვანია, როგორც ნარკოტიკებთან, ასევე ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლაში.
მასალის გამოყენების პირობები






