,,ქართული კვაზიდემოკრატია და ჩვენ“ - ნესტან კირთაძე ,,რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ მოვლენებზე
სოც.მედია - 16:16, 02 Oct, 2015     2781
,,ხელისუფლება და მისი პოლიტიკურ გუნდი დამარცხდა ევროპულ მოედანზე... ხელისუფლება დამარცხდა ლიდერ ტელეკომპანიასთან და ოპოზიციურ აზრთან“ - ასე ეხმაურება ,,ქართულ-აფხაზური და ოსური ევროპული საერთაშორისო მოძრაობის” პრეზიდენტი, პროფესორი ნესტან კირთაძე ,,რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს.

,,ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებული მოვლენები აწ უკვე თანამდევი ლაიტმოტივი იქნება ყველა იმ პოლიტიკური პროცესისა, რაც საქართველოში ყოვლდღიურად განვითარდება.

განვითარდება, როგორც რეალობა, როგორც გამოწვევა, როგორც ტესტი, და როგორც თაობათა პასუხიმგებლობა საქართველოს დამოუკიდებლობაზე, თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე და ყველა იმ ღირებულებაზე, რომელთა ერთობლიობა სახელმწიფოსთვის სასიცოცხლო სივრცეს ქმნის.

ქართული კვაზიდემოკრატიის ამ ეტაპზე , მოდით მეტი პასუხიმგებლობით შევხედოთ თუნდაც გუშინდელ დღეს, როდესაც საქართველოს ხელისუფლება რამდენიმე საათის განმავლობაში 2-ჯერ დამარცხდა.

ერთი საკუთარ , და მეორე , ევროპულ მოედანზე.

დიახ, გუშინ ხელისუფლება დამარცხდა ქართულ ლიდერ სატელევიზიო კომპანიასთან და ოპზიციურ აზრთან;

დამარცხდა სიტყვის თავისუფლებასთან და საკუთარ ხალხთან;

გუშინ, საქართველოს ხელისუფლება და მისი პოლიტიკურ გუნდი დამარცხდა ევროპულ მოედანზე, როგრც არადემოკრატიული და არაპროფესიონალი პოლიტიკური ძალა, რომელსაც საკუთარ პოლიტიკურ ოჯახშიც ( ევროპელი სოციალისტები) მხარდამჭერი არ გამოუჩნდა.

ეს არ არის ემოციების, მით უფრო ყალბი ემოციების ან სანახაობის თემა.

ეს არ არის ხელისუფლების და მისი მომხრეების თემა, მხოლოდ, რომელიც თავისუფლებისა , დამოუკიდებლობის, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების თავის არაპროფესიონალურ და პროვინციულ სტანდარტებს ამკვიდრებს და მართვადი დემოკრატიით ლაღობს.

ეს არც პოლიტიკური ოპოზიციის თემაა მხოლოდ,

ეს ხალხის, საზოგადოების მთავარი თემა და პასუხისმგებლობაა.

ვფიქრობ, ამ პასუხისმგებლობით მოხდება აზრისა და მოქმედების კონსოლიდაცია..“ - წერს ნესტან კირთაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42