ვიცე-პრემიერი კახა კალაძის ცოლის ძმა თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. როგორც თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, მისი დიპლომი დაკავებული თანამდებობის შესაბამისია.
"ყოველთვის ვითვალისწინებ ღირსეული ადამიანების რეკომენდაციებს, თუმცა საკუთარ თავზე ჩემს მომავალზე, შესაბამისი ანალიზის საფუძველზე თავად ვიღებ გადაწყვეტილებას. ჩემს მომავალ ხედვებში თანამდებობის დატოვება არ ჯდება",- განაცხადა გიორგი არეშიძემ.
ბოლო დღეებია აქტიურად მიმდინარეობს საუბრები, რომ მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელ გიორგი არეშიძეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დპილომი არ აქვს.
ამის თქმის საფუძველს კი, მის მიერ მითითებული უმაღლესი სასწავლებლის დასახელება იძლევა, რომელიც განათლების სამინისტროს მონაცემთა ბაზაში არ არის რეგისტრირებული, რაც ნიშნავს, რომ აღნიშნული სასწავლო დაწესებულება არ არსებობს.
ცოლისძმის სკანდალზე კომენტარის გაკეთება ვიცე-პრემეირმა კახა კალაძეს გუშინ მოუწია. მან არეშიძეს თანამდებობის დატოვება ურჩია.
მასალის გამოყენების პირობები






