გიორგი მარგველაშვილი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს დოქტორ ჯიმ იონგ კიმს შეხვდა
პოლიტიკა - 15:34, 02 Oct, 2015     1382

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტისას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მართავს შეხვედრებს. ქვეყნის პირველი პირი დღეს მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს დოქტორ ჯიმ იონგ კიმს შეხვდა.

შეხვედრისას განხილვის მთავარი თემა საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა იყო და მხარეებმა ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის შესახებაც ისაუბრეს.

ხაზგასმით აღინიშნა ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომელსაც საქართველო მსოფლიო ბანკის დახმარებით უკვე მრავალი წელია ახორციელებს.

საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოს ეკონომიკისათვის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობას, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ქმნის ჩვენი ქვეყნის სავაჭრო და ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების - მსოფლიო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუციების აქტიური ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში მრავალი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რამაც საქართველოს ეკონომიკის ზრდას შეუწყო ხელი. ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა დოქტორ ჯიმ იონგ კიმს მხარდაჭერისთვის.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოს პრეზიდენტისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტის ჯიმ იონგ კიმის შეხვედრა. მსოფლიო ბანკი არის საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორი. შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ორივე პრეზიდენტის მხრიდან განსაკუთრებით აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტების, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის გამაძლიერებელი მსხვილი პროექტების ხელშეწყობა“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42