იუსტიციის მინისტრის თქმით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე დავის განხილვა აღმასრულებელი ხელისუფლების საქმე არ არის.
ამის შესახებ წულუკიანმა ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე პროცესების კომენტირებისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, ის ისურვებდა, რომ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით მოსამართლემ გადაწყვეტილება მშვიდ გარემოში მიიღოს.
„ეს დავა მიმდინარეობს მხარეებს შორის და ამის განხილვა აღმასრულებელი ხელისუფლების და მათ შორის ჩემი საქმე არ არის. მე ვისურვებდი, რომ მოსამართლემ მშვიდ გარემოში მიიღოს. უნდა მივცეთ მას საშუალება, რომ რაც შეიძლება მალე დაასრულოს ამ საქმის განხილვა. უნდა დაცხრეს ემოციური ფონი, რომ ჟურნალისტებს მიეცეთ ნორმალური მუშაობის საშუალება. მიხარია, რომ "რუსთავი 2"-ს დღეს არ აქვს შეფერხებები", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
რაც შეეხება ტელეკომპანიის მიერ საჯაროს რესსტრზე გაკეთებულ განცხადებას, მინისტრის თქმით, საჯარო რეესტრის ფუნქციაა, რომ ბიზნესმენებს შორის თანაბრად დაიცვას მხარეები.
"საჯარო რეესტრმა განცხადება გამოქვეყნა და იმ დღესვე იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ მინდობილობა უნდა გასწორებულიყო", - აღნიშნა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






