"სამი წელია სამართალს ველი, ღარიბაშვილმა პირობა დაივიწყა" - ბარბარე რაფალიანცის დედა
პოლიტიკა - 13:08, 02 Oct, 2015     4190
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა დღეს გარდაცვლილი 10 თვის ჩვილის დედა, თათია მექერიშვილი აცხადებს, რომ მისი შვილის საქმის გამოძიება ჭიანურდება.

როგორც მან „ნიუპოსტს“ განუცხადა, პატარა ბარბარე პოლიტიკური ინტერესების გამო მოკლეს.

შვილმკვდარი დედა აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ და პირადად პრემიერი ღარიბაშვილი, რომელმაც საქმის გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანა, რაფალიანცებს ერთხელაც არ შეხმიანებია.

მეტიც, თათია მექერიშვილი აცხადებს, რომ კულტურის მინისტრის ამჟამინდელი მრჩეველი, მანანა ბერიკაშვილი თბილისში ჩასულ ოჯახს არც კი შეხვდა.

3 წლის წინ კი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, „მე-9 არხის“ ეთერში განაცხადა, რომ ჩვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორატარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ღვინიაშვილის დავალებით მოკლეს.

აღსანიშნავია, რომ ქალბატონ მანანას მას შემდეგ მედიასთან რაფალიანცის საქმეზე განცხადება არ გაუკეთებია.

თათია მექერიშვილი: „სამი წელია ველი პასუხს, ვინ მომიკლა 10 თვის შვილი, თუმცა გამოძიებას ამაზე დღემდე არ აქვს პასუხი. საქმის გამომძიებლებთან მუდმივი სატელეფონო კავშირი გვაქვს, ადვოკატსაც ვესაუბრები, თუმცა საქმის გამოძიებაში ახალი დეტალები არ არის. გვეუბნებიან, აუცილებლად გამოვიძიებთო. ვიცით, რომ მუშაობენ, კმაყოფილი ვარ, რომ გვირეკავენ და საქმის კურსში გვაყენებენ, თუმცა ყველაზე მეტად მინდა დამნაშავე დაისაჯოს.“

- გამოძიების პარალელურად, ოჯახს მომხდარი ტრაგედიის შესახებ რაიმე ხელმოსაჭიდი ხომ არ აქვს?

- მხოლად ჭორაობენ, არავინ გამოჩენილა ისეთი, ვინც რამე იცის მომხდარის შესახებ...

- მოქმედი ხელისუფლებიდან, დეპუტატებიდან თუ შეგეხმიანათ ვინმე, თუნდაც პრემიერ ღარიბაშვილის ადმინისტრაციიდან, როცა ის შს მინისტრი იყო საქმის უახლოეს პერიოდში გამოძიების პირობა საჯაროდ დადო...

- მანამ სანამ, მთავრობაში წინა ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ, დღევანდელი მთავრობის წევრები გვაიმედებდნენ, რომ დაუსჯელი არავინ დარჩებოდა, თუმცა სამი წელია სამართალს ველი. ბევრჯერ ვცადე პრემიერთან, შს მაშინდელ მინისტრთან ბატონ ჭიკაიძესთან შეხვედრა თუმცა არავინ შემხვდა. შს მინისტრის მოადგილემ მაშინ პირობა მოგვცა, რომ მინისტრთან შეხვედრის ორგანიზებას უზრუნველყოფდა, თუმცა დღემდე არავინ შეგხვედრია.

- რამდენიმე თვის წინ აცხადებდით, რომ პოლიცია, შვილის მკვლელობის საკუთარ თავზე აღებას გთავზობდათ, ოჯახის ყველა წევრი სიცრუის დედეტქორზეც კი დაიკითხეთ, ეს გამომძიებლები გპირდებიან საქმის გამოძიებას?

- მას შემდეგ, რაც ზეწოლის შესახებ მედიას მივაწოდე ინფორმაცია, ეს გამომძიებლები საქმეს ჩამოაშორეს. საქმეს ახალი გამოძიება სხვებმა აიღეს საკუთარ თავზე. მაქვს იმედი, რომ გამოძიება მალე დასრულდება და მკვლელები კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან.

- სამი წლისთავზე, თქვენი ვერსია, რომ 10 თვის ბარბარე პოლიტიკურ ინტერესებს შეეწირა არ შეცვლილა?

- ჩემი ეჭვი არ შეცვლილა, თოთო ბავშვი გაწირეს, მოკლეს, წყლით სავსე ქვევრში ჩააგდეს...

- მანანა ბერიკაშვილთან თუ გისაუბრიათ, თუ ჩამოვიდა, გნახათ ელემენტარულად თუ განუგეშათ?

- არა, მე ოცნების წარმომადგენლები კოლაგში არ მინახავს. ქალბატონი მანანას არც კი დაურეკავს. კულტურის სამინისტროში ვიყავით მისულები შეხვედრა გვინდოდა, თუმცა მდივანმა არ შეგვიშვა.

ბარბარე რაფალიანცი 30 სექტემბერს, არჩევნების წინა საღამოს წყლით სავსე ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტიზის დასკვნით გოგონას გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42