საპარლამენტო უმცირესობა ორი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. საკითხი დღეს პლენარულ სხდომაზე უნდა იქნას განხილული.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები განმარტავენ, ერთი საგამოძიებო კომისია გახმაურებულ საქმეებს შეისწავლის. მათ შორის იქნება ეროსი კიწმარიშივლის, ბარბარე რაფალიანცის და შალვა თავთუხაშვილის საქმე, ხოლო მეორე საგამოძიებო კომისია - მაღალჩინოსანთა კორუფციულ გარიგებებს.
„სამწუხაროდ, სამი წლის განმავლობაში ეს გახდა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, როდესაც ადამიანებს კლავენ, არის შეკვეთილი მკვლელობები. ამაზე პასუხს არავინ არ აგებს. საფუძვლიანი ეჭვი არსებობს. საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ამაში ხელისუფლების მიერ დაქირავებული და მათთან დაახლოებული პირები მონაწილეობენ. ისე როგორც ეროსი კიწმარიშვილის საქმეში, რომელიც დაკავშირებულია „რუსთავი 2“-თან“, - განაცხადა უმცირესობის დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა.
ცნობილია, რომ ინიციატივას მხარს არ უჭერს საპარლამენტო უმრავლესობა.
მასალის გამოყენების პირობები






