პრობლემები დასავლეთთან და არალეგიტიმური არჩევნები- ქარდავა ”რ2”-ზე ზეწოლის მოსალოდნელ შედეგებზე
პოლიტიკა - 01:03, 02 Oct, 2015     1493
ედპ-ს ლიდერის განცხადებით, იმას რომ ”რუსთავი 2”- ხელისუფლება ებრძვის დიდი ანალიზი არ ჭირდება. ბაჩუკი ქარდავას თქმით ხელისუფლება მძიმე მდგომარეობაშია და არსებული ვითარება არ აძლევს მას გარანტიას , რომ 2016 წლის არჩევნებში მინიმუმ 50%- ზე მეტი შედეგი აჩვენოს.

”მმართველი კოალიცია ხედავს, რომ თუ ქვეყანაში სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები ჩატარდება მას ხელისუფლება ხელიდან გამოეცლება. სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩასატარებლად კი საჭიროა თავისუფალი მედია და სანართლიანი საარჩევნო კანონმდებლობა. არცერთი ამ მიმართულებით ხელისუფლება დათმობაზე არ მიდის, უფრო მეტიც არ ასრულებს თავის დაპირებებს და ხდება აგრესიული როცა საქმე ხელისუფლების შენარჩუნების თემატიკას ეხება. თუ მოვლენები ასე გაგრძელდა 2016 წლის არჩევნებს ლეგიტიმაციის სერიოზული პრობლემა შეექმნება. ეს კი იქნება არა ცალკე აღებული ”რუსთავი 2” -ის ან რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის, არამედ სახელმწიფოს პრობლემა. ხელისუფლებას ქვეყანა იმ გზით მიყავს, რომ ჩვენ აბსოლუტურად გადაგვეკეტება გზა ევროატლანტიკური მიმართულებით, უკან მოგვრჩება ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაც, ეს ყველაფერი იქნება წყალში გადაყრილი.” - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

წამყვანის შეკითხვის პასუხად, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ქვეყანა ერთ ადგილზე გაიყინება, ედპ-ს ლიდერმა განაცხადა, რომ გაყინული შეიძლება გალღვეს და აღმშენებლობა გაგრძელეს, ამ შემთხვევაში კი ქვეყანა ერთ ადგილზე კი არ გაიყინება, არამედ სამწუხაროდ შეიძლება სრულად დაინგრეს.

”ჩრდილოელი მეზობლის პირისპირ დარჩენილი საქართველო დაკარგავს თავის სახელმწიფოებრიობას და დამოუკიდებლობას. სწორედ ამიტომ რუსთავი ორის პრობლემა არ არის მხოლოდ ერთი ტელეკომპანიის პრობლემა, არამედ სახელმწიფოს პრობლემაა”- აღნიშნა ბაჩუკი ქარდავამ. მისი თქმით ქვეყანაში დიქტატურა შელამაზებული ფორმით მყარდება. არცერთი დაპირება ძალოვანი სტრუქტურების დეპოლიტიზაციასთან , სასამართლოს დამოუკიდებლობასთნა და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ არ შეასრულა. ყველაფერი ამის შედეგი კი იქნება ის, რომ 2016 წელს ქვეყანა არელეგიტიმურ ხელისუფლებას მიიღებს. როგორც ბაჩუკი ქარდავა აცხადებს სხვადასხვა ხელისუფლების შეცდომა სწორედ ის იყო, რომ ფიქრობნენ დემოკრატია მოიცდიდა:

”არაერთხელ უნახავს საქართველოს ხელისუფლებები, რომლებმაც საზოგადოების ხმა არ მოისმინა, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ მთავარია მოიპოვო ხელისუფლება და დემოკრატია მოიცდის. დემოკრატიამ კი არასოდეს არ მოიცადა, იმიტომ რომ ქართველი ხალხი თავისუფლების მოყვარეა და ამას არ დაუთმობს არავის, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ დროის ფაქტორი ”- განაცხაა ბაჩუკი ქარდავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42