„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, ტელეკომპანია ხელისუფლების ხელიდან უკვე მკვდარია.
თუმცა როგორც გადაცემა „არჩევანში“ გვარამიამ განაცხადა, „რუსთავი 2“ ყველაფერს გააკეთებს, რომ ტელეეკრანებიდან არ გაქრეს.
„რუსთავი 2“ ხელისუფლების ხელიდან მკვდარია. ჩვენ რომ არ მოვკვდით ეს ჩვენი დამსახურებაა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ბედნიერება არ მივანიჭოთ ხელისუფლებას და პირადად ივანიშვილს. სანამ ის ამ ქვეყანაშია და იმას აკეთებს, რასაც აკეთებს „რუსთავი 2“ ამის შესახებ ყველას მოუყვება. ეს ტელეკომპანია არსებობს ქართველი მაყურებლისთვის. მათ უნდა იცოდნენ სიმართლე და ივანიშვილის მანიაკალური რეჟმის ტყვეობაში არ უნდა დარჩეს. მივმართავ ივანიშვილს, სანამ მე ცოცხალი ვარ, თქვენ არასოდეს გექნებათ კომფორტი, რომ მშვიდად დაიძინოთ იმის გამო, რომ რუსთავი 2 არ არსებობს. მშვიდად დაიძინებთ მაშინ ქვეყანას რომ მიხედავთ. თქვენ ქვეყანას აფარჩაკებთ. ამიტომ ამას მაყურებელი გაიგებს. ჩვენ ამისთვის ვარსებობთ“, - ამბობს გვარამია.
მასალის გამოყენების პირობები






