“კონკრეტული შეფასებებისგან თავს შევიკავებ, რადგან ეს ერთმა ან მეორე მხარემ შეიძლება აღიქვას ცუდად”
პოლიტიკა - 22:28, 01 Oct, 2015     1906

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ტელეკომპანია „რუსთვი 2“-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ამ პროცესებში არ ერევა.

კახა კალაძის თქმით, ის აჟიოტაჟი, რაც "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით არის შექმნილი რეალობისგან შორსაა, რადგან ხელისუფლება არ ცდილობს რომელიმე ტელევიზიას პრობლემა შეექმნას. როგორც ვიცე-პრემიერმა ტელეკომპანია "მაესტროს" "კონტაქტში" ჩართვისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ყველა სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდოს.

"ნამდვილად ვერ დავეთანმხები იმ აჟიოტაჟს, რომ ხელისუფლებამ, ან რომელიმე გარკვეულმა ჯგუფმა ვერ იგუა პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზია. ეს სიმართლეს ნამდვილად არ შეესაბამება. ეს არის ორ სუბიექტს შორის დავა. კონკრეტული შეფასებებისგან ამ საქმეზე თავს შევიკავებ, რადგან ეს ერთმა ან მეორე მხარემ შეიძლება აღიქვას ცუდად. სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია. წლების განმავლობაში მიჩვეული ვიყავით სხვა ვითარებას, თუმცა 2012 წლის 1 ოქტომბერს ეს რეალობა ყველამ ერთად შევცვალეთ", - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილებით, რომელიც ტელეკომპანია "საქართველოს" წილების დაყადაღებას ეხება, "რუსთავი 2" დახურა. მისი თქმით, გადაკეტილია ყველა ფინანსური არხი, რომელსაც ტელევიზია ალტერნატივის შემთხვევაში იყენებდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42