ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რუსეთმა უნდა შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც მან კონფლიქტის გადაჭრის მიზნით აიღო.
პრემიერმა გაეროს ტრიბუნიდან აფხაზ და ოს ხალხსაც მიმართა.
„ჩვენი ქვეყნის წინაშე გამოწვევები დგას. რუსეთმა სოხუმის და ცხინვალის ოკუპაცია მოახდინა. ჩვენი დამოკიდებულება ამ მხრივ უარყოფითია. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხალხის უფლებები ირღვევა. იქ შეიზღუდა მშობლიური ენის სწავლების უფლებაც. ასობით ათასი ადამიანის სურვილს, დაბრუნდეს აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, ეს ყოველივე აფერხებს. კონფლიქტის საფრთხე ძალიან რეალურია. 2012 წლიდან დღემდე მთავრობამ 10 ათასი ოჯახი დააკმაყოფილა. მაშინ როდესაც რუსეთი ოკუპაციას განაგრძობს, მთავრობა მაინც პრაგმატული ურთიერთობების აუცილებლობაზე საუბრობს. ჩვენ გადავდგით სავაჭრო, სატრანსპორტო, კულტურული თანამშრომლობის ნაბიჯები. თუმცა ამავე დროს მინდა ვთქვა, რომ ვერ მოგვარდება ურთიერთობა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე. იმედი მაქვს, რუსეთი შეასრულებს ვალდებულებებს, რომელიც მან კონფლიქტის გადაჭრის მიზნით აიღო. მივმართავ აფხაზ და ოს თანამემამულეებს, მე მჯერა, რომ ისტორიის ხელახლა დაწერას და წარსულის წაშლას ვერავინ შეძლებს, თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა ისარგებლოთ ვიზა-ლიბერალიზაციის შედეგით. ველი იმ დღეს, როდესაც თქვენთან ერთად გავიზიარებთ ქვეყნის ნათელ მომავალს“, - განაცხადა პრემიერა.
მასალის გამოყენების პირობები






