პრეზიდენტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტს კრისტინ ლაგარდს შეხვდა
პოლიტიკა - 19:25, 01 Oct, 2015     1182

საქართველოს პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად საერთაშორისო სავალუტო ფონდის სათაო ოფისში სავალუტო ფონდის პრეზიდენტს კრისტინ ლაგარდს შეხვდა.

გიორგი მარგველაშვილმა და კრისტინ ლაგარდმა საქართველოში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებზე ისაუბრეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელთან კრისტინ ლაგარდთან. შეხვედრისას განიხილეს უმნიშვნელოვანესი საკითხები ქვეყნის შემდგომი განვითარების, მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის შესახებ. საგარეო შოკების მიმართ ქვეყნის მდგრადობის გაძლიერებასთან დაკავშირებით განხილული იქნა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და საქართველოს შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობა. ცხადია, საუბარი შეეხო საქართველოს ეროვნულ ბანკს. ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფას. ხაზგასმით აღინიშნა, რომ აუცილებელია, საქართველოს ეროვნული ბანკის და მთავრობის კოორდინირებული მუშაობა, მაგრამ ასევე აუცილებელია, შენარჩუნდეს და დაცული იყოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა. საუბარი შეეხო მომდევნო წელს ეროვნული ბანკის მმართველის ცვლილების საკითხსაც. აქ ფონდის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ პროცესს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით, როდესაც არასამთავრობო სექტორის და დარგის სპეციალისტების ჩართულობით ღიად დ ა გამჭვირვალედ ხდება კანდიდატების შერჩევა“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა ფონდის პრეზიდენტს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42