ვინმეს გონია რომ ერთ თვეში გრიგოლიას და მიშველაძის გადაცემების დახურვა, "მაესტროს" და "რუსთავის 2"ის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესები, ეს შემთხვევითობაა?! ასე როგორ ახუნტრუცდა ყველა მფლობელი ერთდროულად რეორგანიზაცია-წილების დაბრუნების სურვილით?! მედიის შეზღუდვის მერე რა იქნება, სასამართლოს კონტროლი და ბიზნესის ტერორი?! რამე ახალი მაინც მოგეფიქრებინათ დალოცვილებო, ხელისუფლებაში მოსვლის სამი წლის თავზე! არადა როგორ ვამაყობდი, რომ სამი წლის წინ (სხვათა შორის, ჩემს მიერ მოყვანილიც) ხელისუფლება, სამი არასრული წლის განმავლობაში განუხრელად იცავდა სიტყვისა და მედიის თავისუფლებას, სასამართლოს და ბიზნესის ხელშეუხებლობას...“ - აცხადებს ლაგაზიძე.
ექსპერტის თქმით, შეიძლებელია აღნიშნულ პროცესთან ხელისუფლებას კავშირი არ ჰქონდეს.
,,ვისი ხელითაც არ უნდა ხდებოდეს მედიის წინააღმდეგ ბრძოლა, იქნება ეს პატარკაციშვილი, იქნება ეს ხალვაში, იქნება ეს გაჩეჩილაძე და ა.შ და ა.შ. ასერთი პიროვნებების პოვნა ძალიან იოლია, ჩემთვის პასუხი ცალსახაა ეს ყველაფერი იმართება ერთი ცენტრიდან და შეუძებელია ამასთან კავშირი ხელისუფლებას არ ჰქონდეს. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ჩემი პირადი ტრაგედია.“ განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






