საქართველოს აუტიზმის ფონდი კინოთეატრ ამირანის დახმარებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის, სრულიად უფასოდ, თვეში ერთხელ გთავაზობთ კინოსეანსს. ამის შესახებ საკუთარ “facebook” გვერდზე ბიზნეს-ლედი ბაია დავითაია წერს. ბაია დავითაია კინოთეატრ ამირანს და მის ხელმძღვანელობას მადლობას უხდის.
„კინოთეატრი ამირანი ყველაზე კეთილი კინოთეატრია! ახსნაც კი არ დამჭირდა, რომ ჩვენს განსაკუთრებულ ბავშვებს სპეციალურად მათზე მორგებული გარემოს შექმნა სჭირდებათ კინოდარბაზში. დაბალი ხმა,ოდნავ განათებული შუქი.
საქართველოს აუტიზმის ფონდი, კინოთეატრი ამირანის დახმარებით, გთავაზობთ თვეში ერთხელ, სრულიად უფასოდ, წინასწარ განსაზღვრულ დროს, ადაპტირებულ გარემოში დავესწროთ სეანსს ჩვენს უნიკალურ ბავშვებთან ერთად! ბილეთებისა და სეანსების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.
სასიხარულოა ისიც, რომ ამ ინიციატივას, შესაძლოა, სხვა მხარდამჭერებიც გამოუჩნდნენ. ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვა თეატრებთანაც. განსაკუთრებული მადლობა ბესო აბესაძეს“ - წერს ბაია დავითაია
მასალის გამოყენების პირობები






