ვიცე-პრემიერი კახი კალაძე გიორგი არეშიძეს, რომელიც თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი მოუწოდებს, რომ თანამდებობა დატოვოს.
ამის შესახებ კალაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.
„მე როგორც მეგობარს, როგორც ახლობელ ადამიანს მივცემდი რჩევას, რომ მას თანამდებობა დაეტოვებინა. მის დანიშვნაში მე მონაწილეობა არ მიმიღია. მე ამის უფლება არ მქონდა. მე ამ რჩევას ვაძლევ როგორც მეგობარს. რას იზამს, ცუდი ნათესავი ჰყავს გიორგის“, - ამბობს კალაძე.
შეგახსენებთ, გიორგი არეშიძე კახი კალაძის ცოლის ძმაა. მას დიდი რაოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვასა და მითვისებაში ადანაშაულებენ. არეშიძის საქმიანობის შესახებ გამოძიების დაწყების მიზნით პროკურატურაში განცხადებაც შევიდა. მერიიდან გამოთხოვილი დოკუმენტები არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიატორმა" შეისწავლა.
მასალის გამოყენების პირობები






