მმართველი გუნდი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. როგორც დეპუტატი ზვიად ძიძიგური აცხადებს, არასწორია იმაზე საუბარი, რომ ხელისუფლება ტელეკომპანიაზე ზეწოლას ახდენს.
"ქიბარ ხალვაში დავას, რომ აპირებდა რუსთვი 2-ის წინააღდმეგ 2007 წლიდან ვიცი და ეს ჩემთვის ახალი არ არის. ტელევიზიის დაჩაგვრა ადვილი არ არის და არავინ არ აპირებს. ჩვენი ხელისუფლების არც სტილია და არც ტაქტიკა არ არის რომელიმე ტელევიზიის დაჩაგვრა,"- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
პროცესების უკან ხელისუფლების ყოფნას გამორიცხავს დეპუტატი გია ჟორჟოლიანი. იგი ფიქრობს, რომ ქვეყანაში სასამართლო დამოუკიდებელია და ვისაც არ უნდა შეეხებოდეს, ის სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.
"სასამართლო არის დამოუკიდებელი. რაც ეხება ამ გადაწყვეტილებას მას არ ვიცნობ და არ ჩავერევი სასამართლოს კომპენტენციაში. ვფიქრობ, რომ სასამართლო მიიღებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც არის სამართლიანი, თუ არ არის სამართლიანი რუსთავი 2-ს შეუძლია მიმართოს სასამართლოს,"- აცხადებს გია ჟორჟოლიანი.
საქალაქო სასამართლომ ქიბარ ხალვაშის საჩივრის საფუძველზე ტელეკომპანია „საქართველოს“ წილები დააყადაღა.
ტელეკომპანია „საქართველო“ "რუსთავი 2"-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელია.
მასალის გამოყენების პირობები






