"ამ 3 წელიწადში ჩვენ მივაღწიეთ წინსვლას ყველა სფეროში"- ირაკლი ღარიბაშვილი
პოლიტიკა - 18:17, 01 Oct, 2015     1570

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართული ოცნების მმართველობის 3 წლისთავს აშშ-დან გამოეხმაურა. ღარიბაშვილის შეფასებით საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე 2012 წლის 1-ელი ოქტომბერი გადამწყვეტი დღეა. პრემიერის თქმით პროგრესის მიუხედავად მთავრობა ისევ ბევრი გამოწვევის წინაშე დგას.

„2012 წლის 1-ელი ოქტომბერი გადამწყვეტი დღე გახდა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე. ამ დღეს კოალიცია ,,ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ქართველ ხალხთან ერთად, მშვიდობიანი არჩევნების გზით შეცვალა ხელისუფლება და გაიმარჯვა ძალადობაზე. დღეს საქართველო ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე სამი წლის წინ. ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები დემოკრატიისაკენ, დღეს ჩვენ გვაქვს თავისუფალი მოქალაქეებისგან შემდგარი ქვეყანა, სადაც აღარ არსებობს ხელისუფლების შიში, სადაც ხელისუფლება ანგარიშვალდებულია თავისი ხალხის წინაშე. ამ 3 წელიწადში ჩვენ მივაღწიეთ წინსვლას ყველა სფეროში, დაწყებული ჯანდაცვითა და განათლებით,დამთავრებული კანონის უზენაესობით. დღეს გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ შეჩერებას. ჩვენ კიდევ ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ და წინ კიდევ ბევრი მუშაობა გველის. მე მჯერა, რომ ჩვენი ხელისუფლება ხალხთან ერთად ააშენებს ნამდვილად დემოკრატიულ, განვითარებულ და ძლიერ ქვეყანას.“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42