შიხიაშვილმა თავის თავზე 2 900 ლარი სახელფასო დანამატი გასცა- IDFI
პოლიტიკა - 17:44, 01 Oct, 2015     1116
IDFI აგრძელებს სახელმწიფო დაწესებულებებიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნებას. ამჯერად, წარმოდგენილი იქნება სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან, IDFI-ის 2015 წლის 12 აგვისტოს მიმართვის პასუხად მოწოდებული სხვადასხვა სახის ინფორმაცია.

აღნიშნულმა უწყებამ უარი განაცხადა დირექტორის მრჩევლების თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ბრძანებების და სამუშაო გამოცდილების (CV) შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებაზე. სხვა მოთხოვნების შემთხვევაში მოწოდებული ინფორმაცია სრულყოფილია.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური 2014 წლის იანვრიდან გამოეყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ჩამოყალიბდა დამოუკიდებლ მხარჯავ დაწესებულებად, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2015 წლის ბიუჯეტი განსაზღვრულია 7 450 000 ლარით, საიდანაც 1 810 000 ლარი გათვალისწინებულია აღნიშნულ უწყებაში დასაქმებული 106 საშტატო ერთეულის შრომის ანაზღაურებისათვის.

2015 წლის 27 ივლისს მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობის სამი დღის წინანდელი განკარგულებით სამსახურის უფროსისათვის სახელფასო დანამატი განისაზღვრა 1800 ლარის ოდენობით, ირაკლი შიხიაშვილმა თავის თავზე გასცა თანამდებობრივი სარგოს ოდენობის (2 900 ლარი) სახელფასო დანამატი.

2015 წელს 6840 ლარის ოდენობის პრემია გაცემულია შტატგარეშე მოსამსახურეებზეც. დღეის მდგომარეობით სამსახურში დასაქმებულია 14 შტატგარეშე თანამშრომელი, რომელთა შრომის ანაზღაურებამ 2015 წელს სულ შეადგინა 48 960 ლარი.

2015 წელს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამდებობის პირების სამივლინებო ხარჯებმა სულ შეადგინა 23 204 ლარი, საიდანაც დირექტორის მივლინებებზე დახარჯულია 16 143 ლარი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42