ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელ „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
„ვისაც გიხარიათ - ნუ გიხარიათ მედიაში მიმდინარე პროცესები...გავა დრო(ძალიან მცირე დრო) და როცა თქვენ დაგჭირდებათ თქვენი სიმართლის გაჟღერება( რომელიც ამ წუთებში შეიძლება არ გჭირდებათ), ვერავის ვეღარ მიაწვდენთ ხმას,იმიტომ რომ თქვენი სიმართლის დასამტკიცებლად არავინ მოვა მიკროფონით ხელში, უბრალოდ სივრცე აღარ იქნება ამისთვის..სამწუხაროდ... ალბათ ამ ჩემს დღევანდელ სტატუსს ორ-სამ წელიწადში გამახსენებს ფეისბუქი....“- დაწერა გრიგოლიამ.
მოგვიანებით ტელეწამყვანმა დაწერა, რომ ამ სტატუსის გამო მას საქმეების გარჩევაც კი დაუწყეს.
„დავწერე თუ არა ჩემი წინა სტატუსი მედიაში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით, ეგრევე პრავების კაჩავი და საქმეების რჩევა დამიწყო იმ ხალხმა, ვისაც ჩემგან განსხვავებული ხედვა აქვს(((( ხოდა, ვინც გაღიზიანდით, ერთ ქართულ ანდაზას შეგახსენებთ-სიმართლის მთქმელს ცხენი მუდამ შეკაზმული უმდა ჰყავდესო...მე დიდი ხანია შეკაზმული მყავს და თქვენზე კი, მორალისტებო, ერთი ძაან სასაცილო, ჭეშმარიტად ქართული შეკითხვა გამახსენდა - გვეშველება რამეეეეე???!!!!!!!!“, - წერს გრიგოლია.
მასალის გამოყენების პირობები






