უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე ევროსაბჭოში ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტს პედრო აგრამუნტს მიკერძობაში და ობიექტურობაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ კობახიძემ წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით ევროსაბჭოში მიღებული რეზოლუციის კომენტირებისას განაცხადა.
„მათ პირდაპირ ეთიკის წესებში უწერიათ, რომ ის უნდა იყოს მიუკერძოებელი და ობიექტური. ვადანაშაულებ პირდაპირ მიკერძოებაში და არაობიექტურობაში. ის არის ამ ჯგუფის ხელმძღვანელი და ბუნებრივია, სრულიად EPP და მათი მეგობრებიც მათ მხარს დაუჭერდნენ“, - აცხადებს კობახიძე.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვეციის მონაწილე ქვეყნებში წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით რეზოლუცია 89 ხმით 10-ის წინააღმდეგ მიიღო. ევროსაბჭოს დეპუტატებმა "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიერ ინიცირებული ძირითადი შესწორებები არ გაითვალისწინეს.
მასალის გამოყენების პირობები






