საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე მიიჩნევს, რომ წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით რეზოლუცია ევროსაბჭომ მიკერძოებით მიიღო.
მისი თქმით, რეზოლუციის პროექტის ავტორთან, პედრო აგრამუნტი ხშირ შემთხვევაში ფაქტებს არასწორად იგებს.
„ძალიან მეცოდება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელსაც 1 წლის განმავლობაში მოუწევს აგრამუნტის პრეზიდენტობის ქვეშ მუშაობა. თუმცა ვფიქრობ, სჯობს ის იყოს პრეზიდენტი, ვიდრე მართავდეს ყველაზე დიდ ფრაქციას ამ შენობაში. ნახეთ ალბათ, რომ 400-ზე მეტი წევრიდან, დღეს ასამბლეის მე-5 დღეს მხოლოდ 100 კაცი იყო დარბაზში. აქედან მაქსიმალურად მობილიზებული იყო ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლები, ეს მათ სასიკეთოდ უნდა ითქვას, მათ აქვთ ეს ძალიან კარგი თვისება, რომ შეკრულები იყვნენ ერთმანეთთან“, - ამბობს კვაჭანტირაძე.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვეციის მონაწილე ქვეყნებში წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით რეზოლუცია 89 ხმით 10-ის წინააღმდეგ მიიღო. ევროსაბჭოს დეპუტატებმა "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიერ ინიცირებული ძირითადი შესწორებები არ გაითვალისწინეს.
მასალის გამოყენების პირობები






