„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, ხელისუფლების მიერ წაქეზებულმა ქიბარ ხალვაშმა ყველაფერი გააკეთა, რომ ტელეკომპანიას არსებობისთვის გზა ჩაკეტვოდა.
როგორც გვარამიამ განაცხადა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნათელი გახდა, რომ „რუსთავი 2“-ისთვის ხელისუფლება იბრძვის.
"ხელისუფლებას ვპირდები, ვიდრე „რუსთავი 2" დაიხურება, დაიხურებით თქვენ. ხელისუფლებამ და მის მიერ მოგონილმა წაქეზებულმა პერსონაჟმა ქიბარ ხალვაშმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს გზა ჩაგვკეტვოდა. თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ ეს ხელისუფლების თამაშია და თუ ვინმე ფიქრობდა, რომ იქნებ ქიბარ ხალვაში იბრძვის თავისი საკუთრებისთვის, ხელისუფლებამ ეს ეჭვები დღეს გაფანტა. ხელისუფლებამ დღეს შეგვიზღუდა ერთადერთი დარჩენილი გზა, გვქონდეს დაფინანსება მაშინ, როდესაც რთული პერიოდები გვაქვს. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს მთელი აქცია ხელისუფლების მიერ არის ორკესტრირებული", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მასალის გამოყენების პირობები






