"ეს არის ივანიშვილის კარზე შემდგარი გარიგება" - NGO-ები "რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე
პოლიტიკა - 16:02, 01 Oct, 2015     3114

არასამთავრობო ორგანიზაციები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან.

„საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური არ გამორიცხავს, რომ პროცესებში გარკვეული წრეების და მთავრობის დაინტერესება იყოს.

„ყველამ ყურადღება უნდა მიაქციოს და ყოველდღიური მონიტორინგი განახორციელოს ამ საქმეზე იმ მიზეზის გამო, რომ „რუსთავი 2“ არის ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანია. მისთვის ქმედებების შეზღუდვა ძალიან დიდი პრობლემაა ამ ქვეყნებისთვის. ჩანს, რომ გარკვეული წრეების და მთავრობის დაინტერესება ამ ყველაფერში შესაძლოა არის, რადგან ამ პროცესში ძალიან ბევრი პროცედურა დარღვეულია. შეუძლებელია, დამთხვევა იყოს,“ - აცხადებს ეკა გიგაური.

„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის ნინო ლომჯარიას თქმით, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ პირველ ყადაღაზეც არ არის გადაწყვეტილება მიღებული და საკმაოდ გაწელილია პროცესები, რჩება იმის შთაბეჭდილება, რომ სასამართლო არ ცდილობს პროცესი წაიყვანოს გამჭვირვალედ.

„სასამართლოს განჩინება არის სანახავი. როგორც ჩვენ „რუსთავი 2“-ის ადვოკატებისგან მოვისმინეთ, ამ ეტაპზე ჩანს ის, რომ იმ გარიგებით, რაც იგეგმებოდა, არ ხდებოდა „რუსთავი 2“-ის რაიმე სახით ვალდებულებით დატვირთვა. პირიქით ხდებოდა ინვესტირება. შესაბამისად ინვესტირების ხელის შეშლა შესაძლოა მიზნად ისახავდეს იმას, რომ ტელეკომპანიას ფინანსური პრობლემები შეექმნას“, - ამბობს ლომჟარია.

პროცესებს ეხმაურება მედიაექსპერტი ნინო დანელიაც. მისი თქმით, ხელისუფლება „რუსთავი 2“-ზე ზეწოლას ახორციელებს.

„იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც მაქვს, შემიძლია დასკვნა გამოვიტანო - ეს არ არის სამართლებრივი პროცესი, ეს არის პირდაპირი პოლიტიკური დაკვეთა. ეს არის ბიძინა ივანიშვილის კარზე შემდგარი გარიგება და შეთანხმება“, - აცხადებს ნინო დანელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42