პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტი გრძელდება- მარგველაშვილი სენატორებს ჯეფ სეშენს და ორინ ჰაჩს შეხვდა
პოლიტიკა - 15:48, 01 Oct, 2015     1235
გიორგი მარგველაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში შეხვედრები სენატორებთან ჯეფ სეშენსთან და ორინ ჰაჩთან გამართა. გიორგი მარგველაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში შეხვედრები სენატორებთან ჯეფ სეშენსთან და ორინ ჰაჩთან გამართა.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. შეხვედრის ერთერთი მთავარი თემა საქართველოს ნატო-ში გაწევრება იყო. ხაზი გაესვა საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების გაძლიერებას.

საუბარი შეეხო რეგიონში შექმნილ ვითარებასაც. ამ მხრივ, მათ განსაკუთრებული ყურადღება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს დაუთმეს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია შეაფასეს.

აშშ-ს სენატის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარესთან სენატორ ორინ ჰაჩთან შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა, საქართველოსა და აშშ-ს შორის ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების გააქტიურებისათვის დიალოგის ფორმატის შემოღებაზე, რომელიც საუკეთესო საშუალება იქნება ჩვენი სტრატეგიული მიზნების მისაღწევად.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა სენატის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარესთან ორინ ჰაჩთან, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ძირითადი აქცენტი გაკეთდა შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობაზე. უფრო ზუსტად, მაღალი დონის დიალოგის აუცილებლობაზე, პროცესის გააქტიურებაზე.
სენატორ ჰაჩთან შეხვედრის გარდა სხვა სენატორებთან და კონგრესმენებთან შეხვედრებზეც იქნა დაფიქსირებული ჩვენი მზადყოფნა ამ მიმართულებით.
რეალურად რეგიონში არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია ყველაზე მეტად დააკმაყოფილოს ის სტანდარტები, რომელიც აუცილებელია შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით. ვფიქრობ, უმაღლეს დონეზე საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები, საქართველოს პრეზიდენტის თხოვნა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შესახებ გააქტიურებასთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვან შედეგს მოიტანს უახლოეს მომავალში“, -განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა სენატორ ორინ ჰაჩთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42