შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-ამერიკის მეგობრული ურთიერთოებები განიხილეს. განსაკუთრებული აქცენტი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაზე და მისი შესრულების მნიშვნელობაზე გაკეთდა.
სასაუბრო თემებს შორის იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების საერთაშორისო მისიებში წარმატებული მონაწილეობა. სენატორმა მაკკეინა ხაზგასმით აღნიშნა ქართული კონტრიბუციის მნიშვნელობა საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში.
არიზონას სენატორმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა და ყურადღება ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებისა და გაძლიერების აუცილებლობაზე გაამახვილა.
თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ჯონ მაკკეინს თანადგომისათვის და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გაწეული მხარდაჭერისთვის.
მასალის გამოყენების პირობები






