"კარგად ნაკეთებ საქმეში მადლობას არ ვითხოვთ" - ხიდაშელი 3 წლიან საქმიანობაზე
პოლიტიკა - 14:50, 01 Oct, 2015     1041

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 3 წლიან პერიოდს სოციალურ ქსელში აფასებს.

„ბევრმა ჟურნალისტმა დამირეკა დღეს და ვინაიდან არ ვარ საქართველოში და ვერ ვპასუხობ ყველას ზარებს ალბათ აქედან შემოხმიანება ყველაზე მატივია.

1 ოქტომბერი შეგვიფასეთო

ერთი წინადადებით:

უკეთეს სახელმწიფოში ვცხოვრობთ!

2012 წლის 1 ოქტომბერის შემდეგ საქართველო რა თქმა უნდა არ არის შევეიცარია, რა თქმა უნდა ქვეყანაში პრობლემები ისევ ბევრია, რა თქმა უნდა ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპაციის ქვეშ არის და მტერს მიზანში ვყავართ ამოღებული, მაგრამ

-- დღეს საქართველო ყველაზე ახლოს არის თავის ისტორიულ ადგილთან.

-- დღეს ყველაზე უფრო ამაყად მივაბიჯებთ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე

-- დღეს ისე როგორც არასდროს დამოუკიდებლობის 25 წლის მანძილზე თავისუფალია სასამართლო

-- დღეს ისე როგორც არასდროს თავისუფალია სიტყვა და ადამიანების არჩევანი დაცულია სახელმწიფოს ძალადობისგან

-- 1 ოქტომბრის შემდეგომ საქართველოში საზოგადოების მიერ უმძიმეს დანაშაულში ეჭვმიტანილებს გმირებად არ აცხადებენ

-- დღეს ხელისუფლება უსმენს ხალხს, უსმენს ამომრჩეველს, ნიშვნელოვან გადაწყვტილებებს კონსულტაციით და აზრთა შეჯერებით იღებს

-- ქვეყნის ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი ღარიბი ადამიანების საჭიროებებს ხმარედება, ყოველდღიურობის შესამსუბუქებლად

-- დიახ მეტი თავისუფლებაა ქვეყანაში და ეს ქილიკი "თავისუფლად სუნთქვის" შესახებ სრულიად უადგილო და ძალიან სასაცილოა განსაკუთრებით იმ ადამიანებისგან პირადი განაწყენების გამო ციხეში რომ ისტუმრებდნენ ადამიანებს

საკმარისია, ქვეყანაში სადაც უმუშევრობა მაღალია, სადაც ოკუპაცია მძვინვარებს, სადაც კანონის პატივისცემის კულტურა პრაქტიკულად არ არსებობდა, და პერიოდულად ძლიერი ხელის ნოსტალგიაა?

რთული სათქმელია.

ყველაფერი შედარებითია.

მაგრამ მგონია რომ 2015 წლის ოქტომბრისთვის, არჩევნებიდან 3 წლის თავზე, ყველა იმ გამოწვევის და პრობლემის გათვალისწინებით რაც ჩვენს ქვეყანას ქონდა არჩევნებამდე ძალიან ბევრი კარგი საქმე გაკეთდა.

კარგად ნაკეთებ საქმეში მადლობას არ ვითხოვთ, პრობლემებზე მითითება კარგი, აუცილებელი და მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემი მოკრძალებული აზრით:

უკეთეს სახელმწიფოში ვცხოვრობთ!

კიდევ უფრო მეტი უნდა ვიშრომოთ და უფრო მეტ ადამიანს მივცეთ შანსი და შესაძლობა იყოს წარმატებული! ალბათ ეს არის მთავარი.

სახელმწიფო მეტი თანაბარი შესაძლებლობებისათვის“, - წერს ხიდაშელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42