„დამოუკიდებელი თამაში თუ უნდა, გადადგეს" - მეჭიაური პრეზიდენტზე
პოლიტიკა - 14:02, 01 Oct, 2015     2213
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს გადადგომისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ „ნიუპოსტს“ „ქართული ოცნების“ წევრმა მარგველაშვილის იმ განცხადების საპასუხოდ განუცხადა, რომლის მიხედვითაც, მარგველაშვილი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პოლიტიკაში დარჩენას გეგმავს.

„თუ ის დამოიკიდებლად რაიმეს შეცვლას მოახერხებს მხოლოდ მივესალმები. თუ მარგველაშვილი გადაწყვეტს მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში იყაროს კენჭი, მას ამომრჩეველთა დიდი ნაწილი მხარს არ დაუჭერს. თუ მართლა უნდა დამოუკიდებელი თამაში, გადადგეს. მე მის ადგილზე გადავდგებოდი, შემოვიკრებდი იმ გუნდს, რომელიც რეალობაში არის მისი თანამოაზრეები. გიორგი მარგველაშვილის გადადგომის შემდეგ, ისედაც დაინიშნება ვადამდელი არჩევნები და იქ გამოჩნდება ვინ დაუჭერს პრეზიდენტს მხარს.“- განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა.

მეჭიაური მარგველაშვილის თანამოაზრეებად ნაციონალურ მოძრაობას და რიგ არასამთავრობოებს ასახელებს.

„თუ მარგველაშვილმა შემდეგ არჩევნებში კენჭი იყარა, მის გვერდით ვიხილავთ, ნაციონალებს, ყოფილ ნაციონალებს და იმ არასამთავრობო სექტორს, ვინც მის ირგვლივ შემოიკრიბა.“ - განუცხადა პარლამენტის წევრმა „ნიუპოსტს“.

მარგველაშვილმა ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მას აქვს უმნიშვნელოვანესი პოსტი და ცდილობს საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში ემსახუროს ქვეყანას.

"მე პოლიტიკაში ვიყავი, ვარ და იმედი მაქვს აქტიურ პოლიტიკაში დავრჩები." - განაცხადა პრეზიდენტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42