"ხელისუფლება ცდილობს საკონსტიტუციო ცვლილებები მიაფუჩეჩოს"- ბაჩუკი ქარდავა
პოლიტიკა - 11:49, 01 Oct, 2015     1182
ინტერპარტიული ჯგუფი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებზე გამართულ საჯარო განხილვებში მონაწილეობას მიიღებს. არასაპარლამენტო ოპოზიციის განცხადებით, ამ შეხვედრებს ისინი საკუთარი პოზიციების კიდევ ერთხელ დასაფიქსირებლად გამოიყენებენ. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, ინტერპარტიული ჯგუფი არ მისცემს საშუალებას ხელისუფლებას, რომ ეს საკითხი მიაფუჩეჩოს.

„ხელისუფლება აშკარად ცდილობს საკონსტიტუციო ცვლილებები მიაფუჩეჩოს და მიიღოს ის ვარიანტი, რომელიც მას სურს. ჩუმად იწყებს იმ თემების განხილვას, რომელზეც ჯერ საუბარი პოლიტიკოსებთან არ ქონია. ჩვენ შევეცდებით ყველა ეს განხილვა იყოს ძალიან ხმაურიანი, რათა საზოგადოებამ გაიგოს რა ხდება რეალურად“- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

არჩევნებთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილების პაკეტზე საჯარო განხილვებს ხელისუფლება დღეს ბათუმიდან იწყებს. საუბარია ინიციატივაზე, რომელიც 2016 წლის შემდეგ არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარებას ეხება. საკონსტიტუციო ცვლილების განსახორციელებლად უმრავლესობა კანონპროექტის მხარდაჭერისკენ საპარლამენტო ოპოზიციასაც მოუწოდებს, თუმცა არც ერთი ოპოზიციური პარტია ამ წინადადების მიღებას არ აპირებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42