პრეზიდენტის თქმით, საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არიან.
ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ვაშინგტონში, ქართულ დიასპორასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში არიან პოლიტიკური წარსულის მქონე პატიმრები, რომელთა საკითხს სასამართლო წყვეტს.
"მე არ მაქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება. შესაბამისად, მე კანონებს ვერც ვწერ, ვერ ვიღებ, მე მათ მხოლოდ ვეტოს ვადებხოლმე, როდესაც ამის შესაძლებლობა მაქვს. კანონი პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით არ ვიცი რომ იხილებოდეს, არ ვიცი პარლამენტში თუ არის ასეთი ინიციატივა. თუმცა როდესაც ჩვენ ვამბობთ სიტყვას - პოლიტპატიმარი, ჩემთვის ეს არის ძალიან მძიმედ გასაგონი და მე ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური პატიმრები. საქართველოში არიან პატიმრები, რომელთაც ქონდათ პოლიტიკური წარსული და აქვთ პოლიტიკური აწმყო. ეს საკითხები გადაწყდება ქართული სასამართლოს შიგნით სრულიად გამჭვირვალე პროცესის შედეგად," - განმარტა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






