"დაიცავი თავისუფლება"- კრემლის პროპაგანდის წინააღმდეგ NGO-ები და მედიაორგანიზაციები ერთიანდებიან
პოლიტიკა - 10:27, 01 Oct, 2015     1769

დღეს 1 ოქტომბერს, 18:00-ზე, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები ერთობლივი საინფორმაციო კამპანიის „დაიცავი თავისუფლება“ პრეზენტაციას გამართავენ. კამპანიის მიზანი კრემლის პროპაგანდასთან გამკლავებაა.

პლატფორმაში შემავალი ორგანიზაციების განცხადებით, საქართველოში რუსული ნარატივის მხარდაჭერა იზრდება — “ევრაზიული კავშირში” გაწევრიანების იდეას მოსახლეობის 31% იწონებს. იმ ადამიანების წილი, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველომ ევროატლანტიკური მისწრაფება რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების სანაცვლოდ უნდა დათმოს 19%-დან 26%-მდეა გაზრდილი მხოლოდ 6 თვის განმავლობაში. გაზრდილია პრორუსული და რეაქციული პოლიტიკოსების მხარდაჭერა - მაღალია იმის ალბათობა, რომ ეს ძალები 2016 წლის არჩევნებზე ბარიერს გადალახავენ. მოსკოვი მზადაა განუსაზღვრელი რესურსი დახარჯოს საკუთარი “სიმართლის” თავსმოსახვევად. „დაიცავი თავისუფლება“ აპირებს ყველა რეგიონში ჩასვლასა და დასავლეთის წინააღმდეგ მიმართულ კრემლის პროპაგანდისთვის ფაქტების დაპირისპირებას.

პლატფორმის ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ ამისთვის საჭირო იქნება:

იმ მითების გაფანტვა, თითქოს დასავლეთი ქართულ იდენტობას და ტრადიციებს ასუსტებს.

იმის ილუსტრირება, თუ რა ხელშესახები შედეგი ექნება ევროინტეგრაცის შედეგად ქართული საზოგადოებისთვის.

პრაქტიკული და ტექნიკური რჩევები, როგორ ისარგებლონ

ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით და როგორ აისახება ეს მათ ყოვლდღიუობაზე

მოსახლეობასთან შეხვედრების ინტენსიური გაშუქება ტაბულას ეთერში.

კამპანიის ფარგლებში გაიმართება საჯარო დებატები, საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებები.

დაიცავი თავისუფლება — კამპანიის ფარგლებში, შემდეგი ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს თითოეულ რეგიონში შედგება ორი სამ დღიანი ვიზიტი. ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა შეხვდეს და გაესაუბროს საზოგადოების გამოჩენილ წარმომადგენლებს, მათთან განიხილოს ის პრობლემები, რასაც ყოველდღიურად აწყდება, მოისმინოს ფაქტებზე დაფუძნებული არგუმენტები საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის სასარგებლოდ და გაიაზროს რა გავლენა ექნება ევროატლანტიკურ ინტეგრაციას მათ ცხოვრებაზე - ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური მიმართულებით.

პრეზენტაციას დაესწრებიან ადგილობრივი და საერთასორისო ორგანიზაციების, მედიისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები

პლატფორმაში შემავალი ორგანიზაციები: ტაბულა, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (GFSIS), Georgian Review, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), ფონდი ALPE, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), ფორმულა კრეატივი, თავისუფლების ინსტიტუტი, Altervision Group, საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი (GISS)

მისამართი: სასტუმრო რუმსი. 14, კოსტავას ქუჩა. თბილისი, საქართველო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42