საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს საკითხი აშშ-ს აქტიურ რადარებზე გამქრალია და საჭიროა მუშაობა მის დასაბრუნებლად. საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან გიორგი მარგველაშვილის კრიტიკა მოჰყვა.
გია ვოლსკის შეფასებით პრეზიდენტის განცხადბა არასწორია:
„რადარებიდან გაქრობა არათუ გადაჭარბებულია, არამედ შეუსაბამოა იმ ინტერესებთან, რომელიც საქართველოს გააჩნია ასე რომ ვფიქრობ ეს არ არის მთლად სწორი განცხადება“- განაცხადა გია ვოლსკიმ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაურის თქმით პორეზიდენტის აზრი ჭეშმარიტების ბოლო ინსტანცია არაა და ის გიორგი მარგველაშვილს ურჩევს იაქტიუროს „კოლეჯებში შეხვედრები ჩაატაროს“
„პრეზიდენტმა, რომ თქვა გამქრალია, ეს არ ნიშნავს, რომ გამქრალია. მისი აზრები არ არის ჭეშმარიტების ბოლო ინსტანცია. იაქტიუროს და ჩაატაროს კოლეჯებში შეხვედრები“- აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა.
მასალის გამოყენების პირობები






